ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

DigiEduHack 2021: ციფრული განათლება მომავლისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი.

DigiEduHack, EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, მთელი ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნების გუნდები ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მდგრადი მსოფლიოსთვის. 2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს მასპინძლობს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.

ჰაკათონი მონაწილეებს მოუწოდებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტა და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, რომელზეც მას შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური, გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

ადგილობრივი ჟიურის წევრები იქნებიან:

  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი;
  • ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი;
  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
  • დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენერი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი;
  • მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
  • ნატო ჩაკვეტაძე, 500 Startups-ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მიხეილ წიკლაური, Apple-ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი.
პარტნიორები:

  • პროექტის მხარდამჭერია კომპანია ბილაინი;
  • ჰაკათონის პარტნიორია UNDP Accelerator Lab;
  • ჰაკათონს პარტნიორობას უწევს TBC Z;
  • ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
  • ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Innotec;
  • პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA•Tech Park) მიერ;
  • ჰაკათონის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები.

ჩვენი ქომუნითი პარტნიორები არიან CG Georgia და Fennec Tech Studio

პრიზები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისაგან დაკოპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს;
  • UNDP Accelerator Lab თავის რჩეულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს;
  • ჰაკათონის პარტნიორი TBC Z გამარჯვებულ გუნდს გადასცემს პრიზს 2000 ლარის ოდენობით და ბრენდირებულ საჩუქრებს;
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თავის რჩეულ გუნდს გადასცემს პრიზს 1500 ლარის ოდენობით;
  • ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი თავის რჩეულ გუნდს გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA•Tech Park) თავის რჩეულ გუნდს ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
  • კომპანია Innotec-ი თავის რჩეულ გუნდს ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს.

ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე ჰაკათონი ონლაინ გაიმართება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 14 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ციფრული განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

რის შესახებ იქნება გამოწვევები?

წლევანდელ ჰაკათონში გვექნება რამდენიმე მიმართულება, რომლებიდანაც შეუძლიათ აირჩიონ მონაწილე გუნდებმა:

  • აპლიკაციის / პლატფორმის შექმნა
  • თამაშების შექმნა:
    • სამაგიდო თამაშების შექმნა
    • კომპიუტერული თამაშების შექმნა
  • მონაცემთა დამუშავება განათლების მიმართულებით

დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება ციფრული განათლება. ეს მიმართულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან აპლიკაციები, პლატფორმები, საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები (როგორც სამაგიდო, ისე კომპიუტერული), იმუშაონ მონაცემებზე და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს გააძლიერონ საზოგადოების მონაწილეობა ამ სფეროში.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.

ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2 ადამიანია, მაქსიმალური კი – 5.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

აუცილებელია, გუნდის მინიმუმ ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/EckkdtCPmsh8ZQwE6

ასევე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე: https://bit.ly/3vVAlwV

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 23:59 საათი

წინა წლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქhttps://bit.ly/2ZzXYyX

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge

2021 წელი

ბანერები