ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

DevOps, DataOps და CloudOps ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development მხარდაჭერით 10 ოქტომბრიდან იწყებს DevOps, DataOps და CloudOps ტექნოლოგიური ტრენინგების სერიას Advanced IT Trainings.

პროექტი ითვალისწინებს 120 დამწყები დეველოპერის უნარების განვითარებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დღეს ყველაზე მოთხოვნადი სამი თანამედროვე მიმართულებით, ესენია: DevOps, DataOps და ღრუბლოვანი პლატფორმებით ოპერირება (CloudOps).

პირველ ნაკადში თითოეულ კურსზე შეირჩევა 20 მონაწილე. სულ 60 მონაწილე უფასოდ გაივლის ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს, და კურსი დასრულდება ფინალური პროექტით.

მონაწილეები ასევე გაივლიან კარიერული განვითარების ტრენინგებს, რომლებზეც გაეცნობიან, დღეს საქართველოში და საზღვარგარეთ რა შესაძლებლობები არსებობს დეველოპერების დასაქმებისთვის, შეხვდებიან წამყვანი IT კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ დასაქმების ფორუმებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ IT კომპანიებთან ერთად ტრენინგების მონაწილეებს შესთავაზებს სტაჟირების პროგრამებს.

თითოეულ კურსში მონაწილეობას მიიღებს 20 დეველოპერი. კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე, კვირაში – 3 საათი. კურსები უფასოა პირველი ნაკადის მონაწილეებისთვის.

პროექტის მენეჯერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, პროფესორი ნანა დიხამინჯია.

ტრენინგის მიმართულებებს უხელმძღვანელებენ:

  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
  • შოთა ცისკარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია დამწყები დეველოპერებისთვის, რომელთაც აქვთ პროგრამირების გარკვეული გამოცდილება და სურთ უახლესი ტექნოლოგიების შესწავლა პროცესებისა და მონაცემთა მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით.

DevOps კურსზე განხილული იქნება თემები:

  • DevOps-ის მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებში, პროცესების ავტომატიზაცია;
  • პითონის საფუძვლები, შესავალი Flask-სა და FastAPI პაკეტებში;
  • Git-ზე დაფუძნებული სისტემების გამოყენება;
  • აპლიკაციის კონტეინერიზაცია Docker-ისა და Podman-ის გამოყენებით;
  • DevOps მონაცემთა ბაზებისთვის (Liquibase);
  • კონტეინერების მართვის ინსტრუმენტები (Docker Swarm, K8S);
  • K8S ოპერაციები;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი, უწყვეტი ინტეგრაცია და ტესტირება.

DataOps კურსზე განხილული იქნება თემები:

  • პითონის შესავალი, Numpy, Pandas, მონაცემთა ვიზუალიზაცია (Matplotlib, Seaborn);
  • შესავალი მონაცემთა მართვის პრინციპებში, მონაცემთა საცავების ტექნოლოგია, განაწილებულ მონაცემთა შენახვის სისტემები, დიდ მონაცემთა სისტემები;
  • HDFS მიმოხილვა, HDFS წვდომა და CLI, დებაგირება და ფაილის ტიპები;
  • შესავალი Spark-ში PySpark-ის გამოყენებით, Spark RDD;
  • NoSQL მიმოხილვა, HBase, Cassandra, MongoDB (MongoDB ATLAS).

CloudOps კურსზე განხილული იქნება თემები:

  • Cloud პლატფორმების მიმოხილვა, AWS-ის ძირითადი სერვისის აღწერა, Azure– ის ძირითადი სერვისების აღწერა, GCP-ზე ძირითადი სერვისების აღწერა;
  • პითონის საფუძვლები, შესავალი Flask-სა და FastAPI პაკეტებში;
  • Cloud მართვისა და ოპერაციების კონცეფციები (AWS, Azure, GCP);
  • აპლიკაციის კონტეინერიზაცია Docker-ისა და Podman-ის გამოყენებით;
  • შესავალი Terraform-ში, Terraform პროვაიდერები AWS-თვის, GCP, Azure და ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისთვის სასარგებლო მოდულები;
  • Ansible საწყისები და Ansible კონფიგურაციის მართვის ავტომატიზაცია.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 28 სექტემბრისა. პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე.

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3lPVa8H

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 5 ოქტომბრისა. კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე.

ტრენინგები გაიმართება ქართულ ენაზე, თუმცა აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

პროექტის ფეისბუქგვერდზე - https://bit.ly/3kgHWlJ

ელფოსტა: devops@iliauni.edu.ge

The USAID Economic Security Program 

2021 წელი

 

ბანერები