ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ორმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ორმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს.

გამარჯვებულთა შორის არიან

  • მარიამ მანჯიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანები მეოთხე რიგის არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“;
  • თათული დუშუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „მშენებლობის სექტორის ფინანსური მდგრადობის შეფასება საქართველოს მაგალითზე“.

2021 წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა დოქტორანტმა გაიმარჯვა.

კონკურსის მიზანი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობაა.

მარიამს და თათულის ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

2021 წელი

 

ბანერები