ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შეფასება/დიაგნოსტირება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტი მონაწილეობს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შეფასების/დიაგნოსტირების ღონისძიებაში,ცრომელიც „მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

შეფასება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაუმჯობესებას და მათ მიახლოებას საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საკვალიფიკაციო სტანდარტებთან (ACCA კვალიფიკაცია). 

აღნიშნულის შესაფასებლად მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით 27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტს სტუმრობდა მსოფლიო ბანკის რეგიონული პროგრამების კოორდინატორი ნატალია კონოვალენკო. პროგრამის ფარგლებში არსებული სილაბუსები შეადარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ნიშნულებს, ასევე გაკეთდა მათი შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ საჭიროებათა იდენტიფიცირება.

ბანერები