ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

მისაღები ადგილების რაოდენობა: 16 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა და პორტფოლიოს წარდგენა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: არქიტექტურის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, გაზარდოს არქიტექტორების ახალი თაობა, რომელსაც ექნება  სისტემური და სიღრმისეული ცოდნა მდგრადი არქიტექტურის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ; შეძლებს დამოუკიდებლად შეასრულოს არქტიტექტურული პროექტი თანამედროვე ტენდენციებისა და არქიტექტურული სტანდარტების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, სამუშაო სტუდიურ გარემოში განივითაროს პროექტირების პრაქტიკული უნარები. არქიტექტურის აკადემიური პროგრამის სლოგანია „სტუდენტობიდან პროფესიონალამდე“.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი  პროექტირების ყველა სტადია – იდეიდან განხორციელებამდე; არქიტექტურის სამშენებლო სტანდარტები;  შეუძლია დამოუკიდებლად  ჩატარებული კვლევის საფუძველზე ორიგინალური არქიტექტურული პროექტის შესრულება საწყისიდან საბოლოო სტადიამდე „მწვანე“ (ეკომდგრადი) არქიტექტურის პრინციპების/სტანდარტების გათვალისწინებით; საპროექტო დავალების შესრულებისას იყენებს მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მასალებს; პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა არქიტექტურის დარგში, რაც მას აძლევს ორიგინალური, ამავე დროს ფუნქციურად გამართული იდეების შემუშავების საშუალებას.

დასაქმების სფეროები:

არქიტექტურის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

    • კერძო არქიტექტურულ სახელოსნოებში;
    • სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში;
    • სახელმწიფო სტრუქტურებში.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, E კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (180)
✉ bte@ilaiuni.edu.ge

თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E 302
☏ (+995 32) 222 00 09 (181)
 tamar_takaishvili@iliauni.edu.ge

სალომე დარასელია
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; E305
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
 salome.daraselia.3@iliauni.edu.ge

მარიამ მაჭავარიანი
ტექნოლოგიების სკოლის კურიკულუმის ექსპერტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; E301
☏ (+995 32) 222 00 09 (319)
✉ mariam.machavariani.4@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები