ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

სწავლების ენა:  ინგლისური

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა:  240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  მეცნიერების ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში

მისაღები კონტიგენტი: 10

კოდი NAEC ცნობარში:  0100119

მიღების ტიპი:  ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა 2019 წელს  მსოფლიოში აღიარებული აკრედიტაციის (ABET – ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო) მქონე პროგრამის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის (SDSU), ელექტრული ინჟინერიის პროგრამის ანალოგიით.  

პროგრამა  მიზნად ისახავს საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და ფოკუსირებულია ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის გამოყენების ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: საავტომობილო ინდუსტრია, სამშენებლო ინდუსტრია, თავდაცვა, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია, ელექტროენერგიის გენერაცია და სარკინიგზო  ინდუსტრია.

გარდა საჭირო პროფესიული უნარების განვითარებისა, პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ისეთ კურსებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ კურსდამთავრებულთა ფართო ხედვის განვითარებაში და მოამზადებს საზოგადოებასთან ეფექტურად და ჰარმონიულად ცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის. ზოგი კურსი მათ განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს, ხოლო ზოგი მისცემს  საბაზისო განათლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კურსდამთავრებული ამგვარი ფართო სპექტრის ცოდნით კუთვნილ ადგილს დაიკავებს მზარდი მოთხოვნის მქონე ელექტრული ინჟინერიის სფეროში პრობლემების გადამჭრელთა და ლიდერების რიგებში, ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მიკროელექტრონიკა, სიგნალის დამუშავება, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონიკა, კონტროლისა და  ენერგიის ინჟინერია.

დასაქმებისთვის საჭირო თვისებების გასავითარებლად სტუდენტებს ექნებათ წარმატებული პროფესიული კარიერისთვის საჭირო მენეჯერული უნარების განვითარების შესაძლებლობა.

პროგრამის მიზანი

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის მიზანია სტუდენტების კარიერული მომზადება მათ მიერ არჩეული სპეციალიზაციის დარგის მიხედვით. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფას, სარეკომენდაციო სერვისებს და ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ  დასახული მიზნების მიღწევა და ისეთი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, რომელიც დაეხმარებათ წარმატებას მიაღწიონ ისეთ კომპლექსურ დარგში, როგორიც ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიაა.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:

  • კურსდამთავრებულები წარმატებით იყენებენ საფუძვლიან ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას კონკურენტულ პროფესიულ გარემოში, აქვთ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერის წარმატებული კარიერა და ემსახურებიან პროფესიულ და სამოქალაქო საზოგადოებათა მზარდ საჭიროებებს.
  • კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან როგორც გუნდის ეფექტური ლიდერობის, ასევე ეფექტური წევრობისთვის აუცილებელი უნარებით.
  • კურსდამთავრებულები მთელი ცხოვრებასწავლობენ, რომ არ ჩამორჩნენ თანამედროვე საკითხებს და დარგის განვითარებას,   იყვნენ მუდმივად წარმატებული პროფესიულ კარიერაში.

ელექტრონული და ელექტრული ინჟინერიის პროგრამა აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აკრედიტებულ მოთხოვნებს (ABET) და შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის საფუძველზე.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ელექტრონული და ელექტრული ინჟინერიის პროგრამის კურიკულუმი შედგება სავალდებულო და არჩევითი კურსებისგან, რომლებიც სრულდება მთავარი საინჟინრო დიზაინის პროექტით. კურიკულუმი სათანადო ყურადღებას აქცევს მათემატიკის, საბაზისო მეცნიერებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს.

სწავლის შედეგები

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგების მიღწევა:

სტუდენტს განვითარებული აქვს:

  • ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრიას  და გადაჭრის უნარი;  
  • საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები; 
  • ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
  • ეფექტური ფუნქციონერობის უნარით გუნდში, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
  • უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;  
  • სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისებისა და გამოყენების უნარი.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ლექციებსა და სემინარებს;  ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარებას; პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას; ჯგუფურ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას; სწავლებას შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპზე დაყრდნობით; რეფელქსიას; პროექტზე მუშაობას ინდივიდუალურად და ჯგუფებში.

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის ინდივიდუალურად და წარმოდგენილია შესაბამის სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის  კურსდამთავრებულები შესაძლოა დასაქმდნენ სხვადასხვა ინდუსტრიაში, ესენია: 

  • საავტომობილო ინდუსტრია
  • სამშენებლო ინდუსტრია
  • თავდაცვის ინდუსტრია
  • ნავთობისა და გაზის ინდუსტრია
  • ენერგიის წარმოების ინდუსტრია
  • სარკინიგზო ინდუსტრია

პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიაში მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები და დააგროვოს  240 კრედიტი.

პროგრამის სტრუქტურა ეროვნული აკრედიტაციის მოთხოვნებისთვის:

8 სემესტრი, 240 კრედიტი   კრედიტი
ზოგადი მოდული 72 კრედიტი
ძირითადი სპეციალობა  24 კრედიტი

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები