ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქიტექტურა

არქიტექტურა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მისაღები კონტიგენტი: 50

კოდი NAEC ცნობარში: 0100122

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს.

პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებზე, როგორებიც არის: კრიტიკული აზროვნება და რაოდენობრივი მსჯელობა, ორიგინალური და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება, პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებთან ურთიერთობა უცხო ენისა და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. რაც მთავარია, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტში ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც მას საზოგადოებაში და პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

 პროგრამის მიზანი

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს მისცეს ფართო ცოდნა:

  • არქიტექტურის ძირითადი კონცეფციების, განვითარების ისტორიისა და ტენდენციების, პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ;
  • არქიტექტურული ანალიზის, დიზაინის, სტრუქტურისა და ფორმის ვიზუალური რეპრეზენტაციის (ციფრული და ანალოგური) სხვადასხვა ასპექტის  შესახებ;
  • სტუდენტს განუვითარდება ისეთი უნარები, როგორებიცაა: კონცეპტუალური პროექტის შემუშავება, პროექტისთვის საჭირო ნახაზების ხელით ან კომპიუტერული პროგრამით შესრულება,  ჩანახატების ხელით შესრულება, მოდელირება (ხელით ან კომპუტერის საშუალებით)
  • საგარეო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი თეორიებისა და მიდგომების შესახებ.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ძირითადი მიმართულებაა პროექტირების მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, ქალაქგეგმარების, მხაზველობითი გეომეტრიის, ინტერიერის დიზაინის, ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესწავლა. სტუდენტი სასწავლო პროცესის განმავლობაში ასევე ეუფლება შემდეგ მიმართულებებს: არქიტექტურული ფორმების შესწავლა, ლანდშაფტის დიზაინი, ხატვას ფერწერა და სხვადასხვა სტილის ნახაზების შესრულება.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს

  • არქიტექტურის ძირითადი კონცეფციები და თეორიები, მათ შორის „მწვანე“და „ჭკვიანი“ არქიტექტურის პრინციპები და მიდგომები;
  •  პროექტირების, კონსტრუქტირების და მშენებლობის ტექნოლოგიები  და რა საფეხურებია გასავლელი შენობის პროექტირებიდან მშენებლობამდე;
  •  კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის საბაზისო ცოდნა
  • კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს რეკონსტრუქციისა და რესტავრირების ძირითადი პრინციპები, ურბანული დაგეგმარების საფუძვლები, შენობის გეგმარებისთვის საჭირო ნორმები და სტანდარტები.
  • ფორმის სხვადასხვა ვიზურალური რეპრეზენტაციის (ციფრული და ანალოგური) ძირითადი სპეციფიკიაა; 
  • ცოდნა მდგრადი არქიტექტურის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • მოახდინოს არქიტექტურული იდეის/კონცეფციის კომუნიკაცია მოდელის და/ან ნახატის მეშვეობით როგორც ანალოგურ, ასევე ციფრულ ფორმატში;  ?? ( მოახდინოს კომუნიკაცია?)
  • პროექტირებისას გამოიყენოს მდგრადი არქიტექტურის პრინციპები და მიდგომები ;
  • არქიტექტურული პროექტის კრიტიკული ანალიზი და შეფასება;
  • ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურული ობიექტის პროექტირება  იდეიდან განხორციელებამდე;
  •  ნახაზის ხელით შესრულება, 2-D და 3-D კომპიუტერული მოდელირება, მაკეტის შესრულება;
  • მუშა ნახაზების წაკითხვა და შესრულება;
  • რესტავრაცია/რეკონსტრუქციის პრინციპების გამოყენება;
  • ქალაქგეგმარებითი პრინციპების გამოყენება;
  • შენობის აზომვა და გეგმის შესრულება; 
  • კონსტრუქციული ნახაზის წაკითხვა, გამოთვლების ჩატარება (შესაბამისი პროგრამების გამოყენებით);
  • მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდი მოიცავს ლექციასა და სემინარებს, ჯგუფურ და პრაქტიკულ სამუშაოს, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებას, დაკვირვებას, მოდელირებას, რეფლექსიასა და ელექტრონული სწავლების ელემენტებს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს

  • სახელმწიფო და კერძო არქიტექტურულ ან კონსტრუქტორის სახელოსნოებში;
  • სამშენებლო კონპანიებში;
  • სახელმწიფო სტრუქტურაში, მერიაში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი:

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები