ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სადოქტორო პროგრამა

განათლების სადოქტორო პროგრამა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების დოქტორი (PhD in Education)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 3-5 წელი (180 კრედიტი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან განათლების მიმართულებით ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან მონათესავე დარგში;*
  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით, ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 65 points); IELTS (at least 5.5 points); FCE; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა;**
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი;
  • ზეპირი გამოცდა/გასაუბრება.

* მონათესავე დარგში მაგისტრის ხარისხის შესაბამისობას დოქტორანტის საკვლევ თემასთან დაადგენს დარგობრივი კომისია.
** უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომი აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

პროგრამის მიზნები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა მოიცავს განათლების სექტორის სხვადასხვა სფეროს კვლევით ინტერესებს. მისი მიზანია ცოდნისა და კვლევის დაკავშირება და ამ გზით ახალი ცოდნის შექმნა. პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, აძლიერებს კვლევით სფეროსა და უნივერსიტეტის რეგიონულ და საერთაშორისო როლს.

სადოქტორო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს განათლების კონკურენტუნარიანი მკვლევრები, რომლებსაც შეუძლიათ განათლების სფეროში არსებული გამოწვევების კვლევა განათლების მეცნიერებასა და მის მომიჯნავე დისციპლინებში არსებული ცოდნის სინთეზით;
  • შექმნას ახალი, ინტერდისციპლინალურ მიდგომებზე დამყარებული ცოდნა განათლების სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ;
  • განათლების პოლიტიკის/საგნის დიდაქტიკის, როგორც დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა აქტუალურ დარგობრივ დისკუსიებზე დაყრდნობით;
  • უმაღლესი სკოლისათვის აკადემიური კადრების მომზადება;
  • დოქტორანტთა, როგორც მკვლევართა ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

პროგრამის სტრუქტურა

სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან:

  • სასწავლო კომპონენტი - ითვალისწინებს 60 კრედიტის დაგროვებას სადოქტორო სემინარების, ასისტირების, კოლოკვიუმის, კვლევის მეთოდებისა და სხვა სასწავლო კომპონენტებში.
  • კვლევითი კომპონენტი - უშუალოდ კვლევის განხორციელებას და დისერტაციაზე მუშაობას გულისხმობს და ითვალისწინებს 120 კრედიტის დაგროვებას.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი.

დასაქმების სფეროები

პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საქართველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში აკადემიური თანამდებობების დაკავება, კვლევითი საქმიანობის განხორციელება და სწავლება. მათ, ასევე, შეეძლებათ დასაქმდნენ უმაღლესი განათლების სისტემაში; ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს/პროექტებს, გეგმავენ განათლების პოლიტიკას სხვადასხვა დონეზე. სწორედ ასეთი საქმიანობისთვის ამზადებენ განათლების სადოქტორო პროგრამები პროფესიონალებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს უმაღლეს საგანმანათელბლო დაწესებულებაში, ან კვლევით ინსტიტუტში; ასევე, კურსდამთავრებული შეძლებს აწარმოოს კვლევითი მუშაობა კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ეწევიან საკონსულტაციო და საექსერტო საქმიანობას, განათლების სფეროში მართოს კვლევითი პროექტები, იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი/კონსულტანტი განათლების სფეროში.


 საკონტაქტო ინფორმაცია

სოფიკო შარაბიძე
➳  განათლების სკოლის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი
☏ (+995 32) 222 00 09 (187)
➳ ჭავჭავაძის 32, ოთახი A201
✉ sophiko.sharabidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები