ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე

ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში

კოდი NAEC ცნობარში: 0100114

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების საბანკო და საფინანსო საქმის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია დარგში მიმდინარე მოვლენების საფუძველზე და მისი კონცეფცია ითვალისწინებს წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილებას.

აკადემიური პერსონალი, რომელიც სალექციო და სასემინარო კურსის ფარგლებში უზრუნველყოფს ცოდნის მიწოდებას, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ფინანსური ინდუსტრიის განვითარებასა და სიახლეების დანერგვაში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა კანონმდებლობით მიღებულ უახლესი რეფორმები განიხილონ უშუალოდ პროცესში მონაწილე პირებთან ერთად და ჰქონდეთ ურთიერთობა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენლებთან.

ფაკულტეტზე არსებული ლაბები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.

პროგრამას უფრო პრაქტიკულს ხდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები, როგორებიცაა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
  • ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab-ი – სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი იდეები აქციონ რეალობად სრულიად უსასყიდლოდ;
  • ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout-ი ეხმარება სტუდენტს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში;
  • Unilab-ი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია;
  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე ცოდნისა და სამეწარმეო მიდგომების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა მმართველობით საქმიანობაში მენეჯმენტის, საბანკო და საფინანსო საქმის ან ტურიზმის დარგში და აღჭურვილი იქნება ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარით.

სწავლების ძირითადი მიმართულებები

სწავლების მესამე სემესტრიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს ერთი-ერთი საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სამი მიმართულებიდან: მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი. სწავლის დასასრულს პროგრამის მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მას მიენიჭება კვალიფიკაცია.

საბანკო და საფინანსო საქმის ძირითადი მიმართულებებია:

  • მონაცემების შეგროვება, დამუშავება;
  • ვალიდური და რელევანტური დასკვნების გაკეთება;
  • არგუმენტაციის, კრიტიკული ანალიზის, რაოდენობრივი მსჯელობის, ეფექტურიზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების განვითარება.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს ეცოდინება:

  • ბიზნესის არსი, ძირითადი კონცეფციები, ბიზნესის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკაში;
  • მიკროეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების საფუძვლები; კავშირი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით;
  • ფინანსების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და საფინანსო კონტროლის ძირითადი პრინციპები და ბიუჯეტირების მეთოდები;
  • მმართველობითი აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური რესურსების მართვის მეთოდები;
  • სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი ასპექტები, თავისებურებანი და საფინანსო სექტორის თანამედროვე ტენდენციები.
  • ინვესტიციების შეფასების ტრადიციული მეთოდები და რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გზები;
  • ცენტრალური და კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი აპექტები და სხვადასხვა ოპერაციათა არსი;
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი და ფულადი ნაკადების შეფასება;
  • ინვესტიციის შეფასების მეთოდის შერჩევა ინვესტიციის რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით;
  • კომერციული ბანკისთვის დამახასიათებელ ოპერაციათა მსვლელობის გაანალიზება და შეფასება.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ვერბალურ და წერით მეთოდს, მასტერკლასებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტებს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ (collaborative) მუშაობას, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებას, პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს (Brain storming), რეფლექსიას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს/სიმულაციებს, დემონსტრირების მეთოდებს, მოდელირებას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას.

დასაქმების შესაძლებლობები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის სხვადასხვა მმართველობით და საშუალო რგოლის პოზიციებზე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ინოვაციური იდეები. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60
 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები