ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კულტურის მენეჯმენტის პროგრამა

კულტურის მენეჯმენტის პროგრამა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი

კოდი NAEC ცნობარში: 0100113

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო საქმისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებებს და ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის მყარი საფუძვლების შექმნას.

კულტურის მენეჯმენტი კულტურის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, კულტურის განვითარების ეტაპებსა და მიმდინარე მოვლენების ეფექტურად მართვის სტრატეგიებს შეისწავლის. ვისაც სურს შეაფასოს და გააანალიზოს ქართული კულტურული სივრცე, შექმნას და განახორციელოს საკუთარი პროექტები და საჭიროებისამებრ დაგეგმოს და მართოს ღონისძიებები, კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სწორედ მისთვისაა.

პროგრამას უფრო პრაქტიკულს ხდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები, როგორებიცაა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
  • ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab-ი – სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი იდეები აქციონ რეალობად სრულიად უსასყიდლოდ;
  • ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout-ი ეხმარება სტუდენტს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში;
  • Unilab-ი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია;
  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს კულტურის სფეროში პროექტების/ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტურ მმართველობით საქმიანობას დარგში არსებული თანამედროვე ცოდნისა და სამეწარმეო მიდგომების გამოყენებით.

პროგრამა ასევე, ორიენტირებულია ისეთი ტრასნფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: რაოდენობრივი მსჯელობა, აკადემიური მუშაობა, ინგლისურ და ქართულ ენებზე ეფექტური კომუნიკაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

სწავლების ძირითადი მიმართულებები

ძირითადი პროგრამის მოდული შედგება მენეჯმენტის, კულტურისა და კულტურის მენეჯმენტის სავალდებულო კურსებისგან. სტუდენტი შეისწავლის  ცივილიზაციებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და გლობალიზაციას.

პროგრამა მოიცავს ქვეყნის კულტურის სფეროს  მოქმედი კანონმდებლობის გაცნობას. სწავლების ერთ-ერთი მიმართულებაა მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების დაუფლება კულტურის მენეჯმენტის განხრით.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • მოთხოვნისა და მიწოდების კანონები, საბაზრო წონასწორობის ცვლილებები და მათი შესაძლო შედეგები; წარმოების დანახარჯების არსი და კლასიფიკაცია;
  • მენეჯმენტის (სტრატეგიული, ორგანიზაციული) ძირითადი პრინციპები და მათი გამოყენების მექანიზმები კულტურის სხვადასხვა სფეროში;
  • კულტურის სფეროში არსებული ძირითადი ცნებები და კონცეფციები;
  • კულტურისა და ცივილიზაციების განვითარების ისტორიის ძირითადი ეტაპები და მათი როლი გლობალურ კულტურულ სამყაროში;
  • კულტურის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები, კულტურის პოლიტიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მიდგომები;
  • მარკეტინგის, ბრენდინგის, ინტეგრირებული კომუნიკაციების მთავარი პრინციპები და ძირითადი მიდგომები კულტურის სფეროში;
  • კულტურის ლანდშაფტის ინფრასტრუქტურა, მისი როლი და სპეციფიკა;
  • კულტურის სფეროში თანხების მოზიდვის, შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის მიდგომები და ძირითადი პრინციპები;
  • კულტურის სფეროში საგადასახადო სისტემის, შესყიდვების და კულტურის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო დებულებები და რეგულაციები.
  • როგორ ფუნქციონირებენ კულტურის ორგანიზაციები, რა ძირითად პრინციპებს და მიდგომებს იყენებენ ისინი.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ვერბალურ და წერით მეთოდს, მასტერკლასებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტებს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ (collaborative) მუშაობას, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებას, პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს (Brain storming), რეფლექსიას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს/სიმულაციებს, დემონსტრირების მეთოდებს, მოდელირებას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას.

დასაქმების შესაძლებლობები

კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ კულტურის სფეროს კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებში:

  • თეატრები და სტუდიები;
  • კინო და ვიდეოწარმოება;
  • გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები;
  • საკონცერტო დაწესებულებები;
  • საპროდიუსერო სამსახური;
  • კულტურისა და ხელოვნების მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროექტები;
  • კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
  • მედია: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები;
  • სარეკლამო კომპანიები.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდეგ საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები