ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

კონსორციუმის მეორე შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში

2018 წლის 12-14 ნოემბერს ქალაქ ლინცში (ავსტრია), ლინცის დიონისეს კერძო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, გაიმართა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ კონსორციუმის მეორე შეხვედრა. შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ განათლების მიმართულებით აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი განვითარების სამსახურისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან.  

შეხვედრაზე კონსორციუმის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომები და/ან ინსტრუმენტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა წარადგინა  განმავითარებელი შეფასების მიდგომა „კრიტიკული  მეგობარი“, რომელიც ახლებული თანამშრომლობის გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ინოვაციაა უმაღლესი განათლების სფეროში.

კონსორციუმის წევრებმა შეიმუშავეს ტრენერთა ტრენინგის მოდულები, განიხილეს პილოტირების გეგმა და ისაუბრეს გეგმებზე.

"ასწავლე საქართველოსთვის“ - საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებთან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება. „ასწავლე საქართველოსთვის“ - მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებთან 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. 2018 წლის 18 ივნისს პროგრამის მენეჯერი-ლალი წიკლაური შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის მონაწილეებს. მონაწილეები გაეცნენ პროგრამის მიზანს, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულ შესარჩევ კრიტერიუმებს და პროგრამის მიერ შეთავაზებულ სამომავლო შესაძლებლობებს.

შეხვედრა პრაქტიკის ხელმძღვანელ-მასწავლებლებთან

2018 წლის 29 ნოემბერს ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარიკა კაპანაძე შეხვდა კურსის „ბუნებისმეტყველების სწავლების საფუძვლები დაწყებით საფეხურზე“ ფარგლებში სტუდენტების პრაქტიკის ხელმძღვანელებს სკოლებში. შეხვედრას დაესწრენ საჯარო და კერძო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე პრაქტიკის შენაარსობრივი და ლოჯისტიკური საკითხები.

პროექტ ASSET-ის მეორე ეროვნული შეხვედრა

2018 წლის 17-18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ მეორე ეროვნული და პირველი მონიტორინგის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: სოფიკო ლობჟანიძე, მანანა სალუქვაძე, ეკა ტყავაშვილი, მარიკა კირვალიძე, ეკატერინე მიქაუტაძე. მათ შეხვედრაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომა - „კრიტიკული მეგობარი“. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე პილოტირების გეგმა.

ფოტოები იხილეთ აქ: https://www.facebook.com/media/set/?set=oa.749346728750512&type=3

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში

2018 წლის 15 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ საინფორმაციო შეხვედრა. პროექტის კოორდინატორმა შეხვედრაზე ისაუბრა პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან განათლების მიმართულების საბაკალავრო პროგრამაზე იწყებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომის „კრიტიკული მეგობარი“ და მისი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოცდას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე პილოტირების გეგმა.

ფოტოები იხილეთ აქ: https://www.facebook.com/media/set/?set=oa.749346728750512&type=3

განათლების სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

2018 წლის 4 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების სკოლის ინიციატივით გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. პროგრამა უნივერსიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელსაც არ აქვს მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი პროგრამის წარმატების საფუძველია.

ბანერები