ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის კვლევების ცენტრი

მიზნები და ამოცანები

ბიზნესის სკოლის ბიზნესის კვლევების ცენტრის მიზანია

  • ბიზნესის სფეროში არსებული აქტუალური/კრიტიკული საკითხების/ახალი ტენდენციების/ პრობლემების/გამოწვევების ემპირიული შესწავლა/ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციების (პრობლემების გადაჭრის ეფექტური და ინოვაციური გზების) შემუშავება;
  • ორგანიზაციებისთვის (ბიზნესის, სამთავრობო, არასამთავრობო) კვლევითი და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება;
  • ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე კონფერენციების, ფორუმების, საჯარო დისკუსიებისა და სემინარების გამართვა;
  • საქართველოს ბაზარზე არსებულ ბიზნესორგანიზაციებზე ქეისების შემუშავება;
  • თეორიის პრაქტიკასთან დაახლოება, კერძოდ, თეორიის განვითარება და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის ზრდა;
  • კვლევის შედეგების ინტეგრირება სასწავლო კურსების ფარგლებში;
  • ბიზნესკვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა ქსელის ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, წამყვან კვლევით ცენტრებთან/კონსორციუმებთან ერთობლივი და/ან შედარებითი კვლევითი პროექტების განხორციელება.

 კვლევითი ცენტრის ამოცანებია:

  • ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების უშუალო მონაწილეობით კვლევითი საქმიანობის განვითარება, ხელშეწყობა და კვლევითი მიმართულებების დივერსიფიკაცია;
  • სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების კვლევით საქმიანობაში ჩართვის წახალისება;
  • ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია;
  • კვლევითი პრეზენტაციების, სემინარებისა და განხილვების ორგანიზება ბიზნესის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე;
  • კვლევის შედეგებზე დაფუძნებული პუბლიკაციების მომზადება საერთაშორისო კონფერენციებისა და რეფერირებადი ჟურნალებისთვის;
  • ცენტრის საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით ადგილობრივ ჟურნალებსა თუ მედიაში აქტივობა და თემატური ბლოგების მომზადება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო პატარაია, ინოვაციური მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, E232, თბილისი 0162, საქართველო  

ბანერები