ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი ტექნოლოგიურ მეწარმეობაში

ახალი ამბები

16 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწროთ ალა აბდელქადერის ტრენინგს ტექნოლოგიურ მეწარმეობაში (Technopreneurship).

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს დაეხმაროს, ბიზნესისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი იდეები აქციონ რეალობად.

ალა აბდელქადერის შესახებ

ალა აბდელქადერი შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპერია. უამრავი იდეის გარდა, რომლებიც ალამ რეალობად აქცია, აღსანიშნავია მისი ერთ-ერთი წამოწყება ვებსაიტი SHIPZO. სტარტაპმა შუა აღმოსავლეთში საუკეთესო სტარტაპის წოდება მიიღო და დაფინანსება მოიპოვა. SHIPZO არის სივრცე, სადაც გენერირდება ინფორმაცია ნებისმიერ პროდუქტზე, რომლებიც შეიძლება ონლაინბაზარზე შეხვდეს მომხმარებელს (Amazon, Ebay, Alibaba და სხვ.). მონაცემების გაფილტვრის შემდეგ კი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად აღმოაჩინოს.

ალა ასევე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებო პროექტში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ტრნინგების ციკლს ევროპის მასშტაბით და მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობის მიმართულებით. მისი სურვილია, დაეხმაროს ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელებაში და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში, ამიტომაც ალა იორდანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების საგანმანათლებლო კონსულტანტადაც აიჩიეს. იგი აქტიური წევრია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა,  როგორებიც არის:  Erasmus +, MosaicNetwork UK, IEEE და ICF.

ტრენინგის საფეხურები

  • ბაზრის ანალიზი
  • ფინანსური მოდელირება
  • ვებსაიტის დიზაინი
  • წარდგენა (Pitching)

ტრენინგი დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

იდეების ჩამოყალიბებას, ბიზნესმოდელის შემუშავებას, საიტის დიზაინის შექმნას, სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრას, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნას, დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შემუშავებას.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კანდიდატი:

  • იყოს მოტივირებული და შრომისმოყვარე (ტრენინგი მოითხოვს მონაწილეთა ინტერაქციას);
  • ფლობდეს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას (ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური).

როგორ მივიღო მონაწილეობა ტრენინგში?

შეავსეთ მარტივი სარეგისტრაცი ფორმ14 აგვისტომდე. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:  https://goo.gl/forms/zKTOiQTzSynAxRlI2.

განაცხადების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო.

ბანერები