ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „გაცვლითი კურსის ფორმირების მექანიზმები“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის 126-დან ზევით კრედიტის მქონე სტუდენტებს ვიწვევთ გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექციაზე: „გაცვლითი კურსის ფორმირების მექანიზმები“. 

გიორგი ბაქრაძე არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 6 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში, 126-დან ზევით კრედიტამდე მქონე სტუდენტებს, ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 19:30 საათი


დრო: 8 ნოემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები