ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური განათლების ცენტრი დაფუძნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინანსური განათლების ცენტრი დააფუძნეს.

ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მედიას ბიზნესის სკოლის დეკანმა წარუდგინა. გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკური მედიასკოლის კურსდამთავრებულებს წაუკითხა ლექციაც „განათლება და ეკონომიკური ზრდა“.

უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით იმუშავებენ. დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რომლებიც მოიცავს ტრენინგებს, კვლევებს, სადისკუსიო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სტუდენტურ აქტივობას.

ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის ცენტრი ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან – სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან.

საზოგადოება განიცდის ფინანსური განათლების ნაკლებობას, ფინანსურ ოპერაციებსა და რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტს და, შესაბამისად, ფინანსური განათლების ცენტრის მიზანია, რისკის მინიმუმამდე დაყვანა,მომხმარებელთა ინფორმირებულობა. ინფორმირებული და განათლებული საზოგადოება კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი, ჯანსაღი და ეფექტიანი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას. 

ბანერები