ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ამბები

17 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეფცია ბიზნესის სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ წარადგინა და სკოლის ძირითად ხედვებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა სწავლების ახალ მოდელზე გადადის - ე.წ. Flipped Classroom Model (შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი) სწავლების პროცესში 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაინერგება. აღნიშნული მოდელი თვისობრივად ცვლის სასწავლო პროცესს - სტუდენტები სასწავლო მასალას აუდიტორიის მიღმა გაეცნობიან ვიდეო ლექციების საშუალებით, ხოლო აუდიტორიაში დროს უფრო კომპლექსურ აქტივობებს მოახმარენ - ბიზნესის სკოლის წამყვან პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად განხილულ იქნება პრაქტიკული მიდგომები და ზოგადი ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტები ადგილობრივ გამოცდილებასაც გაეცნობიან. ყოველივე ეს სტუდენტებს ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ახალი მოდელით სწავლების პრინციპი ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ შეთავაზებულ თითქმის ყველა საგანზე გავრცელდება. ამ მიმართულებით საპილოტე პროექტი უკვე განხორციელდა, კერძოდ, ბიზნესის სკოლას სტენფორდის უნივერსიტეტმა მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის კონტენტის გამოყენების უფლება მისცა. ეროვნული ბანკის დახმარებით ვიდეოლექციების სრული კურსი ითარგმნა და ხელმისაწვდომი გახდა ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის.

Flipped Classroom Model-ის დანერგვასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში შეიქმნება საგამოცდო ცენტრიც.

 

 

ბანერები