ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევროპის ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენცია - EuroEco2018

ახალი ამბები

10 სექტემბერს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. 

კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის არიან მსოფლიო ეკოტურიზმის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი გენ ჯამპოლი და აზიის ეკოტურიზმის ქსელის დამფუძნებელი მასარუ ტაკაიამა.

3-დღიან კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ და დარგის პროფესიონალებს,სტუდენტებსა და თემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ეკოტურიზმის სპეციალისტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, იაპონიიდან, კოსტა რიკიდან, იტალიიდან,პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან,გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან,ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან,მონტენეგროდან და ბელორუსიიდან.

კონფერენციის მისია ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაა; ასევე ევროპაში ტურიზმით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე მსჯელობა და ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. კონფერენცია 12 სექტემბერს დასრულდება.

 

ბანერები