ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეკონომიკური მედიასკოლის მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

ახალი ამბები

ეკონომიკური მედიასკოლის მეცხრე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლება იყო.  ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო.

მედიასკოლის მსმენელებს სერტიფიკატები ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ გადასცა. სკოლის მეცხრე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომლებმაც ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. მედიასკოლა მეათე ნაკადის მიღებას შემოდგომიდან დაიწყებს.

ეკონომიკური მედიასკოლის პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განახორციელა.

ბანერები