ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიზნესიდეების კონკურსი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ „ზუმაუთის“ ორგანიზებით ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სტარტაპიდეების კონკურსი იწყება.

კონკურსის 2 წარმატებული მონაწილე 2018 წლის მაისში სრული დაფინანსებით გაემგზავრება მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) უნივერსიტეტში და 1-კვირიან ტრენინგს დაესწრება, სადაც შეძლებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეის დახვეწასა და ბიზნესგეგმის შემუშავებას.

ვისთვის?

თუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გაქვს ინოვაციური და კრეატიული ბიზნესიდეა, შეგიძლია გამოწვევევის მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, მაშინ ამ კონკურსში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა.

რატომ?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

შეიძინო ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშავო საჭირო უნარ-ჩვევები – იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის;

გაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად შეძლო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება.

როგორ?

გამოგზავნე შევსებული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 17 აპრილისა.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/forms/03Pue9PLev57icJB2

კონკურსი გაიმართება 3 ეტაპად:

პირველი ეტაპი – განაცხადების განხილვა

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს ამა წლის 18 აპრილისა;

მეორე ეტაპი – შეხვედრა მენტორებთან

განაცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შეხვდებიან ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის ბიზნესაქსელერატორის მენტორები და დაეხმარებიან იდეების დახვეწაში;

მესამე ეტაპი – დემო დღე

კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ ინოვაციურ ბიზნესიდეებს და გამოვლინდება კონკურსის 2 გამარჯვებული მონაწილე.

პრიზი

Erasmus + პროექტის EUCA-INVEST მხარდაჭერით ბიზნესიდეების კონკურსის 2 გამარჯვებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით ერთკვირიან ტრენინგზე გაემგზავრება მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო კონკრეტულს გახდიან საკუთარ ბიზნესიდეებსა და ბიზნესგეგმას.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ელფოსტა:
sandro.kandelaki@iliauni.edu.ge
teona.bebia.1@iliauni.edu.ge

 

ბანერები