ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჩუქარი ილიაუნისგან - საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი

საჩუქარი ილიაუნისგან - საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი მაგისტრობის მსურველებს სთავაზობს საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის აღწერა

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ფარავს სამაგისტრო გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 2 სესიისგან. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 3 საათი და 30 წუთი და მოიცავს 2 სასწავლო მოდულს.

სესია 1

  • მოდული 1 - წაკითხულის გააზრება
    მონაწილეები მაღალი სირთულის მქონე ტიპური ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.
  • მოდული 2 - ანალიტიკური წერა
    სამაგისტრო პროგრამებისა და მიმართულებების გათვალისწინებით, განიხილება რამდენიმე ტიპის ესეს სტრუქტურა და წერის პრინციპი. მონაწილეები გაეცნობიან ესეების შესწორების კრიტერიუმებს, შეეცდებიან, თავად გაასწორონ ნებისმიერი ესე და, კრიტერიუმების შესაბამისად, დათვალონ ქულები.

სესია 2

  • მოდული 3 - ლოგიკური მსჯელობა
    ტრენინგის ფარგლებში გარჩეული 50 ამოცანის მაგალითზე, მსმენელები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის ხერხებს და, ათვისებული მიდგომების გათვალისწინებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) მსგავს ამოცანებს.
  • მოდული 4 - რაოდენობრივი მსჯელობა
    მონაწილეები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რომელიც გათვალისწინებულია საგამოცდო ტესტებში და, ათვისებული მასალის გამოყენებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) 40 ამოცანას.

კურსის განრიგი და ხანგრძლივობა: კურსი დაიწყება მაისში და ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას (სულ 8-ჯერ).

მონაწილეობის პირობები:

მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/daNntG

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 18:00 საათი

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტებს, რომლებიც უფრო ადრე გაივლიან რეგისტრაციას.

რეგისტრირებულ აპლიკანტებს გადავანაწილებთ ჯგუფებში და 1 კვირით ადრე ვაცნობებთ მეცადინეობის ჩატარების თარიღს.

მარი დგებუაძე - მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE, GMAT და SAT.

საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
facebook.com/Iliauni

ბანერები