ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მიღების პროცედურები და ვადები

მაგისტრატურაში მიღების პროცედურები და ვადები

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა (გარდა, იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისა, რომელიც აბარებენ სამართლის სკოლის ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - საჯარო სამართალი და პოლიტიკა - აღნიშნულ პროგრამაზე ვადები განსხვავებულია. იხილეთ ვრცლად...) განაცხადი უნდა გააკეთონ 2016 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებსა და აუდიტორიებში:

 
საბუთების ჩამონათვალი:

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, 2016 წლის სამაგისტრო საგამოცდო ბარათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • ესე/პორტფოლიო/სმოტივაციო წერილი, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
  • რეზიუმე (CV), თუ შესაბამისი ფაკულტეტი/სკოლა ამას მოითხოვს;
ვადები:

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის რეგისტრაციაგავლილი კანდიდატებისათვის შიდა საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით, განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 8 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2016 წლის 9, 10 და 12 სექტემბერს -10:00-დან 18:00საათამდე (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

სააპელაციო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გასაუბრება შედგება 2016 წლის 9 სექტემბრიდან 15სექტემბრის ჩათვლით.

მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულების გაფორმება შეეძლებათ 2016 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრისჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. ხელშეკრულების გაფორმებისას, კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს ყველა ზემოხსენებული დოკუმენტი.

შენიშვნა: იმ შემთხევევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს ან/და ხელშეკრულებას გააფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

ბრძანება - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურის საფეხურზე მიღების გამოცხადების, სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციის ვადების, საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ

ბანერები