ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი და რეგისტრაციის პროცედურასამაგისტრო პროგრამაზე - „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ - მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა (საკვალიფიკაციო გამოცდა) და რეზიუმეს (CV) საფუძველზე.

პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო - ბიზნესის, ეკონომიკის ან მედიცინის მიმართულებით).
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში

პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ბიზნესგარემოზე, მის ცვალებად და მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში ღრმა და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე: 

  • იმოქმედებს, როგორც სანდო და დამოუკიდებელი ექსპერტი კომპანიის/ორგანიზაციის  სტრატეგიის ჩამოყალიბების, მისი შეფასებისა და განვითარების პროცესში;
  • კვლევის და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების გამოყენებით, დამოუკიდებლად მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ ეფექტურად გადაჭრას;
  • გახდება კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური გუნდის წევრი,  შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობას კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის;
  • პროფესიულსა და აკადემიურ სფეროებში შეძლებს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების და შედეგების ადვოკატირებას. 

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული არის:

  • სისტემის ფარგლებში მომუშავე დამოუკიდებელი მენეჯერი მართვის ნებისმიერ საფეხურზე;
  • დამოუკიდებელი საექსპერტო მუშაობის უნარების მატარებელი;
  • სისტემაში მომუშავე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემის და მისი შემდგენელი კომპონენტების ეფექტურობის შეფასებისა და განვითარების

პროცესში აქტიური მონაწილეობა;

  • მმართველობით საქმიანობაში დამოუკიდებლად მოახდენს კომპლექსური ჯანდაცვის მენეჯმენტის პრობლემების და მისი კონტექსტის იდენტიფიცირებას, შესწავლას და მათი გადაჭრისთვის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებას;

კურსდამთავრებული ხდება კომპანიის/ორგანიზაციის გუნდის ეფექტური წევრი და შეუძლია მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობა კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის.

დასაქმების სფეროები

პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციების წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ბიზნესის სკოლა
➳ 0162, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი: E 302
☏ (995 32) 222 00 09
საკონტაქტო პირი: თამარ თაყაიშვილი
✉ admission_business@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები