ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი; საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი და რეგისტრაციის პროცედურა

სამაგისტრო პროგრამაზე – „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)“ – მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და რეზიუმეს (CV) საფუძველზე.*

პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო – ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით).

*გაითვალისწინეთ: რეზიუმე არ განიხილება, თუ არ იქნება მითითებული/წარმოდგენილი:

  • დიპლომის საშუალო ნიშანი (GPA) და GPA-ს გამოთვლის წესის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA-ს მინიმალური და მაქსიმალური ქულა) ან დიპლომის ქულების საშუალო არითმეტიკული;
  • სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟირების აღწერისას, დამქირავებელი კომპანიის/ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია და პოზიციისა და სტაჟის ამსახველი ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • გაცვლით პროგრამაში, სასწავლო ტრენინგში, სემინარში, კონფერენციასა და სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

მიმართულება:    აკადემიური ხარისხი
მენეჯმენტი   ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის მენჯმენტში
საბანკო საფინანსო საქმე   ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში
ტურიზმის მენეჯმენტი   ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში

მოკლე აღწერა

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ბიზნეს-გარემოზე, მის ცვალებად და მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროცესიონალი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთ დარგში (მენეჯმენტი, საბანკო-საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) ღრმა და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე:

  • იმოქმედებს,  როგორც  სანდო  და  დამოუკიდებელი  ექსპერტი  კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბის, მისი შეფასებისა და განვითარების პროცესში;
  • კვლევისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ ეფექტურად გადაჭრას;
  • გახდება კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური გუნდის წევრი, შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობას კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის;
  • პროფესიულ  და  აკადემიურ  სფეროში  შეძლებს  მონაცემებზე  დაყრდნობით  მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების ადვოკატირებას.

დასაქმების სფეროები

პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ბიზნესის სკოლა
0162, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 
3/5 ოთახი:E302

საკონტაქტო პირები:
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
ელფოსტა:  tamar_takaishvili@iliauni.edu.ge
(995 32) 222 00 09 (181)

ნინო რუაძე
სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი
ელფოსტა: nino.ruadze@iliauni.edu.ge
(995 32) 222 00 09 (196)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები