ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსი - aBItour

ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და „ფორბსის“ ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსი - aBItour

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემასთან, „ფორბსთან“, ერთად, მაისის თვეში აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour .

თუ თვლი, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული ადამიანი, შეგიძლია გამოწვევების მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, ამასთან, წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა.

რატომ?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მიიღო მეტი ინფორმაცია ბიზნესგანათლებისა და მომავალი პროფესიის შესახებ - გააკეთო სწორი არჩევანი;
  • მიიღო ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშაო საჭირო უნარ-ჩვევები - იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის;
  • გაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად მოახდინო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება - დაიწყო ბიზნესი;
  • მოიპოვო სასტიპენდიო ვაუჩერი - თავად დაიფინანსო სწავლა.

როგორ?

თუ 2017 წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შენთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესოა, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 27 აპრილისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

  • სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/dalyk3

როდის?

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად. თუ კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტ, უნდა გეცალოს 30 აპრილს, ასევე - 6, 7 და 14 მაისს. კარგია, თუ 9 მაისსაც მოიცლი.

  • პირველი შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებას (არ საჭიროებს რაიმე ტიპის სპეციფიკურ ცოდნას და ამოწმებს, შენს ბიზნესალღოს, კრეატიულობას და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარებს), ჩატარდება 30 აპრილს.
  • მეორე ტური, რომელიც გულისხმობს აქსელერაციას (მომზადებას კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის), ასევე - მონაწილეების ჯგუფებად დაყოფას და ბიზნესიდეის ფორმირებას, ჩატარდება 6-7 მაისს.
  • მესამე ეტაპი, რომელიც ნებაყოფლობითია და მოიცავს პროფესიონალ მენტორებთან შეხვედრას, ასევე - დამატებითი კონსულტაციების მიღებას, რათა დავალების შესრულება შეძლო, ჩატარდება 9 მაისს.
  • კონკურსის ფინალი, რომელიც გულისხმობს ბიზნესიდეის წარდგენას (ფიჩინგს) და გამარჯვებული გუნდების გამოვლენას, ჩატარდება 14 მაისს.

პრიზები

  • პირველი ადგილი - პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდება 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*;
  • მეორე ადგილი მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდება 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*;
  • ნახევარფინალისტები - კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3-დღიან საგზურს ილიაუნის ყაზბეგის სასტუმროში შემეცნებით ბანაკზე, სადაც არაფორმალურ და კომფორტულ გარემოში ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები თქვენთვის დააწესებენ პრიზებს, რომელსაც დროდადრო გაგიზიარებთ.

პროექტის მედიაპარტნიორები:

ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა „ფორბსი“ და ტელეგადაცემა „საქმიანი დილა“.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებას.

*სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

  • ბიზნესიდეების კონკურსზე aBItour მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებ, თუ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე;
  • სასტიპენდიო ვაუჩერი გადმოგეცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებ 100%-იან სახელმწიფო გრანტს. თანხის გამოყენებას შეძლებ პირადი საჭიროებების შესაბამისად (გადაიხდი ბინის ქირას, შეიძენ ლეპტოპს, წიგნებს და ა.შ.);
  • ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ შენ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების (ილიაუნის სტიპენდიის მოპოვების სხვა შესაძლებლობებისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/MkFJr4) ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებ, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე სასტიპენდიო ვაუჩერით. 
 
საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები