ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნეს ინკუბატორი

ბიზნეს ინკუბატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ბიზნეს ინკუბატორი, რომელიც ბიზნესის დაწყების მსურველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს  დაამუშაონ და განახორციელონ თავიანთი ინოვაციური სტარტაპ იდეები, სწორად შეიმუშაონ ბიზნეს გეგმა და ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ მოახდინონ ბიზნესის კომერციალიზაცია.

ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში შერჩეულია ინოვაციური პროექტები, უნივერსიტეტისა და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობა კი საწყის ეტაპზე საჭირო რესურსების და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით, უზრუნველყოფს ბიზნესის წარმატებულ სტარტს და მის მდგრად განვითარებას.

ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში, სტარტაპ იდეის ავტორი სტუდენტები მიიღებენ სრულ მხარდაჭერას, სამუშაო გარემოს, კონსულტაციებს სფეროს პროფესიონალებთან, სრულყოფილად დამუშავებულ ბიზნეს გეგმას, ინფორმაციას ფანდრაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

თქვენი იდეის ბიზნეს ინკუბატორში მოსახვედრად საჭიროა:

  • იყოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი;
  • გამოგზავნოთთქვენი ინოვაციური ბიზნეს  იდეის შესახებ მოკლე აღწერა  ელ.ფოსტაზე: bsn.incubator@iliauni.edu.ge

ბიზნეს პროექტების განხილვა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.

გამოგზავნილი ბიზნესპროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  •   იდეის ინოვაციურობა
  •   იდეის აქტუალურობა
  •   იდეის რეალურობა და განხორციელებისშესაძლებლობა
  •   ინოვაციის საჭიროება და შესაძლო სარგებელი
  •   მასშტაბურობა (არსებულრეალურრესურსებთანშესაბამისობა)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: bsn.incubator@iliauni.edu.ge

 

ბანერები