ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2016-2017 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე (სულ 350 ადგილი):

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) – 240 ადგილი
ტესტის ტიპი - B

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე) / Business Administration (Eng) - 50 ადგილი
ტესტის ტიპი - B

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი (ჯანდაცვის მენეჯმენტი) - 60 ადგილი
ტესტის ტიპი - B

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E207).

აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში (15 აგვისტოდან 26 აგვისტომდე) სააპლიკაციო ფორმა (ესე/სამოტივაციო წერილი/ქეისი) (იხილეთ ატვირთული სააპლიკაციო ფორმა პროგრამების მიხედვით) და რეზიუმე უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: admission_business@iliauni.edu.ge

რეზიუმე - რეზიუმეს განხილვისას აქცენტი კეთდება განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე. (რეზიუმე არ განიხილება, თუ სამუშაო გამოცდილების, სტაჟირების აღწერისას არ იქნება მითიებული დამქირავებელი კომპანიის/ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია.ასევე საჭიროა გაცვლით პროგრამაში, სასწავლო ტრენინგებსა და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა).                   

მოთხოვნები:

1. სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) - ჩარიცხვისთვის:

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი B) და გადალახოს ოთხიდან სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2. აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში სააპლიკაციო ფორმა (ესე/სამოტივაციო წერილი/ქეისი) და რეზიუმე უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: admission_business@iliauni.edu.ge

სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) მაგისტრანტობის კანდიდატის რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზიუმეს რეიტინგული ქულის გათვალისწინებით. (ესე ფასდება შეფასების 100-ქულიანი სისტემით, დადებითად შეფასების ზღვარია 51 ქულა. კანდიდატი, რომლის შეფასება ესეში/სამოტივაციო წერილში იქნება 51 ქულაზე ნაკლები, გამოეთიშება კონკურსს).

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

20

10

5

5

2. Business Administration (Eng) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის:
1.მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი B) და გადალახოს ოთხიდან სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2.აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა (ესე/სამოტივაციო წერილი/ქეისი) და რეზიუმე უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: admission_business@iliauni.edu.ge
3. კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე. მისი ინგლისური ენის კომპეტენცია შეფასდება ინგლისური ენის გამოცდით (მოდელად აღებულია ინგლისური ენის დონის დამადგენელი საერთაშორისო ტესტი - IELTS).
შეფასების კრიტერიუმები, ტესტის მოკლე აღწერა და ტესტის ნიმუშები იხილეთ დანართში.


სამაგისტრო პროგრამაზე Business Administration (Eng) მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულის, ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზუმეს გათვალისწინებით (ესეს შეფასება მოხდება 100-ქულიანი შეფასების სისტემით, დადებითად შეფასების ზღვარია - 51 ქულა. კანდიდატი, რომლის შეფასება (ესეში/სამოტივაციო წერილში) იქნება 51 ქულაზე ნაკლები, გამოეთიშება კონკურსს.)

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

ინგლისური ენის გამოცდის შეწონილი ქულა

40

10

5

5

20

3.სამაგისტრო პროგრამაზე - ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი (ჯანდაცვის მენეჯმენტი) ჩარიცხვისთვის:

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი B) და გადალახოს ოთხიდან სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2. აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში სააპლიკაციო ფორმა (ესე/სამოტივაციო წერილი/ქეისი) და რეზიუმე უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: admission_business@iliauni.edu.ge

სამაგისტრო პროგრამაზე ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი მაგისტრანტობის კანდიდატის რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზიუმეს რეიტინგული ქულის გათვალისწინებით (ესე ფასდება შეფასების 100-ქულიანი სისტემით, დადებითად შეფასების ზღვარია - 51 ქულა. კანდიდატი, რომლის შეფასება ესეში/სამოტივაციო წერილში იქნება 51 ქულაზე ნაკლები, გამოეთიშება კონკურსს).

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

20

10

5

5

რეგისტრაცია
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E207).
აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში (15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით) ესე/სამოტივაციო წერილი/ქეისი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: admission_business@iliauni.edu.ge

რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში - 2016 წლის სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

შიდა გამოცდებისა (სამოტივაციო წერილი/ესე/ქეისი, ტესტირება ინგლისურ ენაში) და მისი შედეგების გამოქვეყნების ვადები:
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ინგლისურ ენაში (ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებისათვის) ჩატარდება 1,2,5,6 და 7 სექტემბერს.

ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღების და ადგილმდებარეობის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდის/ გასაუბრების/ ესეს/რეზიუმეს შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2016 წლის 8 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 9,10,12 სექტემბერს, 18:00 საათამდე. (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, კანცელარია).

ინგლისურ ენაში ზეპირი კომპონენტის სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2016 წლის 12 სექტემბერს.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია (13,14 და 15 სექტემბერი).

შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2016 წლის 16 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება:

1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2016 წლის 19-21 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, E305 აუდიტორია).

2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2016 წლის 22-23 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, E305 აუდიტორია).

ბანერები