ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რევაზ გერაძე

რევაზ გერაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დაიბადა 1986 წლის 8 იანვარს.

ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტია. 2011-2013 წლებში წარჩინებით გაიარა საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (რეიტინგი: 3/51) და მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (OVGU).

2009-2011 წლებში წარჩინებით გაიარა ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (რეიტინგი: 4/32)

და მიიღო ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრის ხარისხი (ISET).

2003-2007 წლებში წარჩინებით გაიარა ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევის საბაკალავრო პროგრამა და მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი.

სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიურ) და ინგლისურ ენებს. საბაზისო დონეზე ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

კვლევითი ინტერესები

  • საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საქართველოს საგარეო ვაჭრობის, საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, საარსებო მინიმუმის და ინფლაციის მაჩვენებლების ტენდენციები, ზრდაზე/შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები;
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ეფექტები;
  • საგარეო შოკების გავლენა საქართველოზე; კრიზისების გადადინების ეფექტები; საქართველოს საავტომობილო სექტორი;
  • მონოპოლიური და სრულყოფილი კონკურენციის ბაზრები, კონკურენციის როლი საბაზრო ეკონომიკაში.

ჩატარებული კვლევები

  • საქართველოს საავტომობილო ბაზრის პრობლემები
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები
  • ფულადი გზავნილები საქართველოში“
  • სტიქიური უბედურებების პრევენციული ღონისძიებები“
  • საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმოხილვა“
  • კრიზისების გადადინების ეფექტები და საქართველო“
  • საბერძნეთის კრიზისი და მისი ზეგავლენა საქართველოზე
  • კონკურენციის როლი საბაზრო ეკონომიკაში
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოსთვის
  • საარსებო მინიმუმი საქართველოში
  • საქართველოში  განხორციელებული  ფულადი  გზავნილების  მოცულობა  კლებას განაგრძობს
  • ექსპორტის ფასების ინდექსი
  • იმპორტი ლარის გაუფასურების ფონზე
  • ინფლაციის დონე საქართველოში
  • მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა
  • მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა
  • 2015 წლის ექსპორტის მაჩვენებლების ანალიზი
  • ინფლაციის დონე ოქტომბრის მდგომარეობით
  • საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმოხილვა
  • არის თუ არა მონოპოლია ყოველთვის ცუდი?
აღნიშნულ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ელმისამართზე: http://forbes.ge/blog/list/page/1/?author=28

 

ბანერები