ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკური კვლევების ცენტრი

ეკონომიკური კვლევების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ეკონომიკური კვლევების ცენტრი, რომელიც აქტიურად შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს/ეკონომიკურპროცესებს. ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს უძრავი ქონების ფასების, სამომხმარებლო კალათში შემავალი პროდუქტების, მოთხოვნადი პროფესიების, ლიდერი კომპანიების, სოციალური მედიამაჩვენებლების, მომხმარებლის ქცევის, კონკურენტუნარიანობისა და სხვა ბიზნეს თემების კვლევა.

ცენტრის მკვლევარებს, გავლილი აქვთ  მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის მიერ ჩატარებული პროფესიული გადამზადების კურსი რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევის მეთოდებში. ცენტრის მიერ ჩატარებული აკადემიური კვლევები ქვეყნდება  რეფერირებად ბიზნეს ჟურნალებში. მკვლევრები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო მკვლევრებთან და გეგმავენ ერთობლივ ნაშრომებს.

ბიზნესის სკოლაში მოქმედ სტუდენტურ კლუბებში არსებულ მკვლევართა ქვედანაყოფები, ცენტრის მკვლევრების ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებენ მიმდინარე კვლევებში.

ყოველკვირეულად, ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია იმართება ბიზნესის სკოლის სივრცეში,  ჩატარებული კვლევების ნაწილი ინფოგრაფიკის სახით ეგზავნება სხვადასხვა ბიზნეს გამოცემებს, ასევე ქვეყნდება პალიტრა მედიის, ბიპიაის და კომერსანტის პორტალებზე,ფორბსის ქართულენოვან გამოცემაში, შუქდება რადიო კომერსანტში, გადაცემაში ,,პროფესიონალები ილიაუნის ბიზნეს სკოლასთან ერთად’’, მიეწოდება ტელეკომპანია მაესტროს გადაცემისთვის ბიზნეს კონტაქტი და საქმიანი დილა.

ცენტრი ატარებს კვლევებს დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, რომლებთანაც ბიზნესის სკოლა ურთიერთთანამშრომლობს მემორანდუმის საფუძველზე.

ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე:www.br.iliauni.edu.ge

კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ სტუდენტთან, რომელთაც აქვთ სურვილი ჩაერთონ მიმდინარე კვლევებში.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ: br@iliauni.edu.ge

ბანერები