ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო პატარაიაა

ნინო პატარაიაა

ნინო პატარაია - ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი

განათლება
ნინო პატარაიამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის (ინგლისური და გერმანული ენები) სპეციალობით. თუმცა, ამ დრომდე უკვე ფლობდა 2 საერთაშორისო სერტიფიკატს Blountstown High School-სა (Blountstown, FL, U.S) და Iowa State University-ში (Ames, IA, U.S.A) ზოგად განათლებასა და სოციალურ მეცნიერებებში. 2002-2003 წლებში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის ინტენსიური კურსი კავკასიის ბიზნესის სკოლაში, 2009 წლიდან გააგრძელა სწავლა ფინეთში University of Tampere, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში კი, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა University of Oslo-ში, University of Tampere -სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების
პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
2010 წელს გაემგზავრა ინგლისში Caledonian Academy-ში (Glasgow Caledonian University, Glasgow, UK), სადაც დაიწყო მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე Networked Innovations, Organizational/Workplace learning, professional development and change management. 2014 წლის ივნისში მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები
ნინო პატარაიამ სამუშაო პრაქტიკა დაიწყო აშშ-ის კარიერული განვითარების ცენტრში 2000 წელს. 2002-2003 წლებში მუშაობდა ასისტენტად თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე, პარალელურად კი - კავკასიის ბიზნესის სკოლაში   კარიერული განვითარების ცენტრის დირექტორის თანაშემწედ; 2003-2008 წლებში მუშაობდა „ბრითიშ პეტროლიუმში“ ჯერ ოფიცრის, ხოლო შემდგომში გუნდის ლიდერის პოზიციაზე. დოქტორის ხარისხის მოპოვებისა და ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის  ადმინისტრაციის  პოლიტიკური  ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინირების სამთავრობო დაგეგმვისა და ინოვაციების სამსახურში დაინიშნა პირველი კატეგორიის მრჩევლად. აღნიშნულ პოზიციაზე მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა სამინისტროებთან ეფექტური კომუნიკაცია და რეგულარული კონსულტაცია, სამინისტროების შიდა  პოლიტიკის ანალიზი,  მინისტრების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შეფასება, სამთავრობო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობა, სამთავრობო პრიორიტეტების დასახვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი და სხვა. პარალელურად იყო მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.
2014 წლიდან დღემდე არის აკადემიური გამოცემის - „The International Journal of Academic Development (IJAD), the journal of the International Consortium for Educational Development“ რედაქტორი და რეფერირებადი ჟურნალის - „იდენტობის კვლევები“ - თანარედაქტორი.
ნინო პატარაია 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (ინოვაციური მენეჯმენტის მიმართულებით) და რექტორის მრჩეველი კვლევების განვითარების მიმართულებით.
2015 წლის სექტემბრიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასრულებს ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობას.
სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა სფეროში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ:

  •  Pre-conference workshops (Introduction to Social Network Analysis and an introduction to actor oriented models in RSiena) at the 7th UK Social Networks Conference 2011, University of Greenwich, Tuesday 5th and Wednesday 6th July, 2011
  • The PLE Conference 2011, Southampton, UK, 11-13th July 2011
  • Introduction  to  Literature  Searching  Workshop  1:  Learning  the  Process,  GCU, Glasgow, 2010
  • Introduction to Literature Searching Workshop 2: Using electronic resources, GCU, Glasgow, 2010
  • Workshop – Your PhD – What Next? – Career Planning, GCU, Glasgow, 2010
  • REFWORKS, GCU, Glasgow, 2010
  • Blogging for beginners, CPD Centre, GCU, Glasgow, 2010
  • Approaching Grounded Theory: Which path to follow? GCU, Glasgow, 2011
  • Training in Running and Participating in Meetings, Baku, 2007
  • Training Course in Microsoft Outlook, IT-Knowledge, Tbilisi, 2005
  •  Training Course in Microsoft PowerPoint (level III), IT-Knowledge, Tbilisi, 2005
  • Document Control Training (BP Georgia), JUNE, 2003
  •  Safety Training (AGT Pipelines Project), MAY, 2003
  •  HSE Craft/Field Package, S.T.O.P, Basic First Aid, Road to Better Driving

კვლევა და პუბლიკაციები
განათლების, პერსონალური სწავლის, ინოვაციების, პროფესიული სწავლებისა და აკადემიური განვითარების მიმართულებით:

  • Supporting informal interactions: A strategic approach to academic development. Stockholm, Sweden, ICED 2014, 16-18 June, Stockholm, Sweden
  •  Visiting scholar, Lunds University, September, 2013, Sweden
  •  An organizer and presenter, The symposium on "Learning through Networks", Responsible Teaching and Sustainable Learning, 15th Biennial EARLI Conference for Research on Learning and Instruction, 27-31 August, 2013, Munich, Germany
  • Technology Enhanced Professional  Learning  (TEPL)  webinar  on  ‘Learning  Through Networks’, 20th March, 2013
  •  Research presentation: Academics’ Networking Practices, Open University, The Netherlands, October, 2011
  •  Research presentation: Networked Innovations: The Role of Collaborations in Creation and Diffusion of Innovative Teaching and Learning Practices within Universities, Caledonian Academy Research Seminar, Glasgow, UK, June, 2011
  •  Tweetstorming PLNs: Using Twitter to Brainstorm about Personal Learning Networks, The PLE Conference 2011, University of Southampton, 11th-13th July, 2011, Southampton, UK
  • ‘The ESG and Students’ Involvement in European Quality Assurance of Higher Education’ - Master Thesis, European Master in Higher Education, Institute for Educational Research, Faculty of Education, University of Oslo, Norway, May, 2010
  • Education System in the United States, Cultural Days, Tbilisi, May 2002

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები (ავტორი/თანაავტორი):

  • Pataraia, N., Margaryan, A., Falconer, I., Littlejohn, A., & Fincher, S. (2014). ‘Who do you talk  to about your teaching?’: Networking activities among university teachers. Frontline Learning Research, Special issue on Learning through Networks.
  • Supporting informal interactions: A strategic approach to academic development. Thomson, K.,  Roxå, T., Mårtensson, K., Laughlin, A., & Pataraia, N. (2014). In Proceedings of the International    Consortium for Educational Development (ICED) 2014, Educational Development in a Changing World. 16-18 June, 2014. Stockholm, Sweden.
  •  Pataraia, N., Margaryan, A., Falconer, I., Littlejohn, A., & Falconer, J. (2013). Discovering academics’ key learning connections: An ego-centric network approach to analysing learning about teaching. Journal of Workplace Learning, 26(1), 56–72.
  •  Pataraia, N., Margaryan, A., Falconer, I., & Littlejohn, A. (2013). Exploring academics’ learning spaces: An ego-centric network approach to learning about teaching. In Proceedings of the 2013 Biannual Conference of the European Association for Research in Learning and Instruction (EARLI), Munich, Germany.
  • Pataraia, N., Margaryan, A., Falconer, I., & Littlejohn, A. (2013). How and what do academics learn through their personal networks. Journal of Further and Higher Education 01/2013.
  • Sie, R., Pataraia, N., Boursinou, E., Rajagopal, K., Margaryan, A., Falconer, I., Bitter, M.,
  • Littlejohn, A., & Sloep, P. Goals, motivation for, and outcomes of personal learning through networks. Educational Technology & Society 01/2013; 16(3), 59-75.
  •  Sie,R., Boursinou, E., Rajagopal, K., & Pataraia, N. (2011). Tweetstorming PLNs: Using Twitter to Brainstorm about Personal Learning Networks. Journal of Universal Computer Science. 01/2011; 17(12):1659-1672
  •  Sie, R., Boursinou, E., Rajagopal, K., & Pataraia, N. (2011). Tweetstorming PLNs: Using Twitter to brainstorm about Personal Learning Networks. In Proceedings of the PLE Conference 2011. July, 10-12, 2011, Southampton, UK.
ბანერები