ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარიკა ლარცულიანი

მარიკა ლარცულიანი

პოზიცია: დიპლომების დასკვნითი ტრანსკრიპტების სპეციალისტი

გამოცდილების აღწერილობა: მარიკა ლარცულიანი 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ბიზნესის სკოლის დიპლომების დასკვნითი ტრანსკრიპტების სპეციალისტად. 2007-2015 წლებში მუშაობდა შპს „ბლოკ-ინვესტში“ ბუღალტერ-ოპერატორად. 1987-2007 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, კერძოდ: 1987-1994 წლებში - საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინფორმაციის მანქანური დამუშავების ჯგუფის ინჟინერ-პროგრამისტი და პარალელურად მოწვეული მასწავლებელი; 1994-1996 წლებში - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგმ-ის მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრასთან არსებული ინფორმატიკის ცენტრის ინჟინერ-პროგრამისტი; 1996-1998 წლებში - მათემატიკური მოდელირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ინჟინერ-პროგრამისტი; 1998 წლიდან - მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის თანამშრომელი.

მარიკა ლარცულიანმა 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური ინფორმაციის მანქანური დამუშავების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია
✉ marika.lartsuliani@iliauni.edu.ge
➳ ოთახის № E410

ბანერები