ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მანანა ჭუმბურიძე

მანანა ჭუმბურიძე

პოზიცია: დიპლომების დასკვნითი ტრანსკრიპტების სპეციალისტი

გამოცდილების აღწერილობა: მანანა ჭუმბურიძე 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დიპლომების დასკვნითი ტრანსკრიპტების სპეციალისტის პოზიციაზე. 2012 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის დიპლომების დასკვნითი ტრანსკრიპტების სპეციალისტი. 2010 წლამდე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულების სპეციალისტისა და პედაგოგიკაში საათობრივად მოწვეული მასწავლებლის პოზიციებზე. 2006 წლამდე იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის ზოგადპედაგოგიკური პროგრამის ასპირანტი და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი პედაგოგიკის თეორიის და ისტორიის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი რეფერირებად ჟურნალებში და მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. 1998 წლამდე მუშაობდა პედაგოგიური უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრაზე ასისტენტად, პარალელურად კი - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე მეთოდისტად. 1991 წლამდე იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობის კორექტორი.

მანანა ჭუმბურიძემ 1989 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით და მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია
✉ manana_chumburidze@iliauni.edu.ge
 ოთახის № E 410

ბანერები