ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია მიქაბერიძე

მაია მიქაბერიძე

პოზიცია: ბიზნესის სკოლის საქმეთა წარმოების სპეციალისტი, პირადი საქმეების წარმოების კოორდინატორი

გამოცდილების აღწერილობა: მაია მიქაბერიძე 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ბიზნესის სკოლის საქმეთა წარმოების სპეციალისტისა და პირადი საქმეების წარმოების კოორდინატორის პოზიციებზე. 1992- 2012 წლებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ, იყო როგორც ლაბორანტი, ასევე პროგრამის ხელმძღვანელის ასისტენტი, თანაშემწე, ხოლო მოგვიანებით - მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრის კოორდინატორი და ტრენერი; ასევე, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის სამაგისტრო/სადოქტორო განყოფილების საქმეთა წარმოების სპეციალისტი. დაკავებული თანამდებობების პარალელურად, მუშაობდა საათობრივი მოწვევის პედაგოგად.

მაია მიქაბერიძე 1981-1985 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას დამთავრებული აქვს პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი მუსიკის სპეციალობით; 1992-1997 წლებში იყო მაძიებელი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საკონტაქტო ინფორმაცია
✉ maia.mikaberidze@iliauni.edu.ge
➳ ოთახის № E303

ბანერები