ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირმა იაკობაშვილი

ირმა იაკობაშვილი

პოზიცია: სტუდენტთა ერთიანი ბაზების ჯგუფის კოორდინატორი

გამოცდილების აღწერილობა: ირმა იაკობაშვილი 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტთა ერთიანი ბაზების ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე, 2007-2012 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, 2006-2012 წლებში - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ; 2002-2006 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ხელოვნების კათედრის უფროსი ლაბორანტი და მოწვეული პედაგოგი. 1994 წლიდან 2002 წლამდე იმუშავა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე დეკანის თანაშემწედ.

ირმა იაკობაშვილმა 1998 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია; ასევე დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა ჟურნალისტიკის განხრით.

საკონტაქტო ინფორმაცია
✉ Irma_iakobashvili@iliauni.edu.ge
➳ ოთახის № E302

ბანერები