ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ზუბიტაშვილი

გიორგი ზუბიტაშვილი

პოზიცია: ბიზნესის სკოლის სპორტის მიმართულების კოორდინატორი

გიორგი ზუბიტაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან როგორც ადმინისტრაციული, ისე მოწვეული ლექტორის სტატუსით. 2015 წლიდან დღემდე ბიზნესის სკოლის სპორტის მიმართულების კოორდინატორია, ხოლო 2011- 2015 წლებში იყო მთავარი სპეციალისტი. 2010 წელს მუშაობდა სპორტის კოლეჯისა და სპორტის ფაკულტეტზე დეკანის თანაშემწედ, 2007-2009 წლებში კი - სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჯერ მთავარ სპეციალისტად, შემდეგ კი დეკანის თანაშემწედ. გიორგი ზუბიტაშვილმა 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, 2012 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სპორტის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან, 2007 წელს მან დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მაგისტრატურა, ხოლო მანამდე, 2005 წელს - იმავე უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატი.

გარდა ამისა, 2014 წლიდან ინგლისური ენისა და ლიტერატურის (I-XII) სერტიფიცირებული პედაგოგია.

გიორგი ზუბიტაშვილს სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი ნაშრომი, მათგან 8 სტატია დაბეჭდილია გამომცემლობების ”EBSCOhost” და ”Elsevier” თემატურ ჟურნალებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
g.zubitashvili@iliauni.edu.ge
➳ ოთახის № E 405, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები