ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

ილიაუნის ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდის შედეგები

ახალი ამბები

ილიაუნის ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდის შედეგები ქვეყნდება ელექტრონული ცხრილის სახით, რომელშიც მოცემულია აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი, შედეგები დავალებების ბლოკების მიხედვით და ჯამური ქულა. შედეგების ცხრილი მოცემულია რეიტინგული სიის სახით და დალაგებულია ქულათა კლებადობით.

შედეგები

იმიტირებული გამოცდის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 16 ივნისს ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა ჩატარდა. აბიტურიენტებმა საგამოცდო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში იმუშავებს ზოგადი უნარების ტესტზე.

იმიტირებული გამოცდის ტესტი შეიცავდა უნიკალურ დავალებებს, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიმუშავეს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტებმა – ივა მინდაძემ, სოფიო დოლიძემ, დავით გაბელაიამ, მიხეილ მანიამ და თამარ ლიპარტელიანმა. აღნიშნული გუნდი 2004-დან 2019 წლამდე მუშაობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების  ზოგადი უნარების ტესტის შექმნაზე.

იმიტირებული გამოცდა შეასრულა 744-მა აპლიკანტმა. ტესტის საშუალო ქულაა - 47,15.

ილიაუნის დაფინანსება წარმატებულ აბიტურიენტებს

პრიზი

5 აბიტურიენტი, რომლებსაც ყველაზე მაღალი შედეგები ექნებათ უნარების იმიტირებულ გამოცდაზე, დაჯილდოვდება 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.

უნარების იმიტირებულ გამოცდაზე საუკეთესო შედეგების მქონე 50 აბიტურიენტი კი დაჯილდოვდება შემეცნებითი ბანაკის საგზურით ილიაუნის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე.

* სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ 2019 წელს ჩაირიცხები ილიაუნის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე.

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებას მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. დაფინანსებას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge

Facebook.com/iliauni010 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები