ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინსტრუქცია

ინსტრუქცია ილიაუნის ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის

ახალი ამბები

2019 წლის 16 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა ჩატარდება. რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა ისარგებლონ ქვემოთ მოცემული ინფორმაციით.

როდის უნდა გამოვცხადდე საგამოცდო ცენტრში?

რეგისტრაციისას აპლიკანტებმა თავად აირჩიეს მათთვის სასურველი საგამოცდო სესია. შესაბამისად, აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ ქვემოთ მითითებული გრაფიკით:

  • სესია 1 – 10:00 საათი, 16 ივნისი

  • სესია 2 – 15:00 საათი, 16 ივნისი

როგორ უნდა მოვხვდეთ საგამოცდო ცენტრში?

გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტრანსპორტი, რომლითაც მოხვდებით ილიაუნის A კორპუსთან

ავტობუსები: N34, N59, N61, N66, N140, N87.

მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N202.

უახლოესი მეტროს სადგური: რუსთაველი

რა დოკუმენტი იქნება საჭირო რეგისტრაციისას?

საგამოცდო პროცესზე დაიშვებიან მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებსაც ექნებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა).

საგამოცდო პროცედურებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ საგამოცდო სექტორში.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს!


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

Facebook.com/iliauni010

ბანერები