ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა

მიიღე მონაწილეობა ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში და მოიპოვე დაფინანსება ილიაუნისგან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას გაძლევთ საგამოცდო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში იმუშაოთ ზოგადი უნარების ტესტზე.

იმიტირებული გამოცდის ტესტი შეიცავს უნიკალურ დავალებებს, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიმუშავეს და საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტებმა ივა მინდაძემ, სოფიო დოლიძემ, დავით გაბელაიამ, მიხეილ მანიამ და თამარ ლიპარტელიანმა. აღნიშნული გუნდი 2004-დან 2019 წლამდე მუშაობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების  ზოგადი უნარების ტესტის შექმნაზე.

როგორ მივიღო მონაწილეობა ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში?

გამოცდაში მონაწილეობა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებიც 2019 წელს აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და თქვენთვის სასურველი საგამოცდო სესიის არჩევა.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.do/iliauni

რეგისტრაცია შესაძლებელია 10 ივნისის ჩათვლით.

გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.

აბიტურიენტების იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობას სრულად აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ილიაუნის დაფინანსება წარმატებულ აბიტურიენტებს

პრიზი

5 აბიტურიენტი, რომლებსაც ყველაზე მაღალი შედეგები ექნებათ უნარების იმიტირებულ გამოცდაზე, დაჯილდოვდება 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.

უნარების იმიტირებულ გამოცდაზე საუკეთესო შედეგების მქონე 50 აბიტურიენტი კი დაჯილდოვდება შემეცნებითი ბანაკის საგზურით ილიაუნის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე.

* სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ 2019 წელს ჩაირიცხები ილიაუნის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე.

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებას მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს,დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. დაფინანსებას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.


დრო: 16 ივნისი: სესია N1 – 10:00 საათი; სესია N2 – 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

Facebook.com/iliauni010

ბანერები