ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 22 თებერვლიდან მისაღები გამოცდების დასრულებამდე აბიტურიენტების #სანდოთანამგზავრი იქნება ახალი რუბრიკით – „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“.

პროექტის ფარგლებში 1-ლი მარტიდან, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის facebook გვერდზე, ასევე ცენტრის ვებგვერდსა და ილიაუნის საგანმანათლებლო პორტალზე www.online.iliauni.edu.ge დაიდება მოკლე, გრაფიკული ვიზუალით გამდიდრებული ვიდეოლექციების სერია. აბიტურიენტები რჩევებსა და რეკომენდაციებს უშუალოდ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელისგან მიიღებენ. პროექტის ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, ტესტზე მუშაობის პრინციპებს და სხვ.

რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ.

#სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც პროექტ goNaec-ის ფარგლებში ხორციელდება. 

 

 

ბანერები