ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობები

სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის საფასური 2 250 ლარია.


სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასარჩევად გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. მათი არჩევის შემთხვევაში, თუ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისწავლით სრულიად უფასო. 

კოდი მიმართულება ვაკანტური ადგილი
0100102 ქართული ფილოლოგია 90
0100103 ისტორია 70
0100104 ფილოსოფია 15
0100105 არქეოლოგია 50
0100402 მათემატიკა 55
0100403          არქიტექტურა 50
0100404 ბიოლოგია 55
0100405 ფიზიკა 15

სწავლაში გადასახდელი თანხის მოცულობა თქვენ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებულ სახელმწიფო გრანტთან მიმართებაში 

იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტთ ისეთ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სახელმწიფო სრულად არ აფინანსებს, თქვენ მიერ სწავლაში გადასახდელი თანხა, დამოკიდებული იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენ შედეგებზე: 


სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტზე მორგებული გრაფიკით 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტზე მორგებული გრაფიკით გახადა შესაძლებელი.
სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში, თქვენ გაგიფორმდებათ სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც აირჩევთ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადასახადის დაფარვა შესაძლებელია ერთიანად (სრული დაფარვა) ან 2, 4, 6 და 10 თანაბარ ნაწილად. 


სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები: 

2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სტაჟირება/დასაქმების პროგრამა „დასაქმდი და ისწავლე ილიაუნიში“. პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი, აკადემიურ მოსწრებაზა და აქტიურობასთან ერთად არის მათი ფინანსური მდგომარეობა.

ბანერები