ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სწავლის საფასური და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები

სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 აშშ დოლარია (ეკვივალენტი ლარში), თუმცა სტუდენტების უმრავლესობა იღებს სტიპენდიას, რომელიც სრულად ან მნიშვნელოვნად ფარავს სწავლაში გადასახდელი თანხის მოცულობას.

გარდა სახელმწიფო გრანტისა, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოაკლდება სწავლის საფასურს, დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისიდან, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.


დაფინანსება SDSU-საქართველოდან 

SDSU-საქართველო ყოველ წელს გასცემს მრავალრიცხოვან სტიპენდიას და სტუდენტებს სთავაზობს 25%-დან 100%-მდე თანადაფინანსებას. პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა სარგებლობს დაფინანსებით.

  • SDSU-საქართველოს დაფინანსების მიღების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: www.georgia.sdsu.edu

დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან  - თხუთმეტი 2000-ლარიანი STEM-სტიპენდია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაზისბანკთან თანამშრომლობით ყოველწლიურად აწესებს 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას იმ პირველკურსელებისთვის, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორიო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საუკეთესოები არიან.  

წელს STEM-სასტიპენდიო ფონდი გაიზარდა და 2000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს 15 წარმატებული პირველკურსელი.  STEM-სტიპენდიას მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ SDSU-საქართველოს  სრული დაფინანსება გაქვთ მიღებული. ამ შემთხვევაში ჩვენს სტიპენდიას გამოიყენებთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

  • ილიაუნის დაფინანსების მიღების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/MkFJr4
ბანერები