ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უკვე დასრულდა. ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით.
2019-2020 სასწავლო წლიდან შენობაში წარიმართება სასწავლო პროცესი და მასში განთავსდება SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.