ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი

ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი 2016 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს STEM-მიმართულებებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის. 

2019 წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. ფონდი თხუთმეტ 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ.

2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ:

  • 2019 წელს ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია); 
  • და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ საუკეთესო 15 პირველკურსელს შორის. 

STEM-სტიპენდიით სარგებლობის დამატებითი პირობები: 

✔ თუ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას (იხ. სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების სხვა პირობებზე ინფორმაცია აქ) დააკმაყოფილებ, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობების მქონე, მაგრამ 1 სასტიპენდიო ვაუჩერით.  

✔ ილიაუნის 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ SDSU-საქართველოდან გექნება მიღებული სრული, 100%-იანი დაფინანსება.  

 
საკონტაქტო ინფორმაცია

 pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

 

ბანერები