ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური ილიაუნიში

ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური ილიაუნიში

ახალი ამბები

თებერვლიდან ყოველ შაბათს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო ტური სკოლის მოსწავლეებისათვის.
 
თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ, და ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები. 

სამეცნიერო ტურის განრიგი:

12:00 - პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ 

12:50 - ვიზიტი ილიას სამკითხველო დარბაზში

13:00 - ვიზიტი კომპიუტერული თამაშებისა ლაბორატორიაში GameLab Iliauni

13:30 - ვიზიტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში და მონაწილეობა სამეცნიერო ექსპერიმენტებში 

14:30 - ვიზიტი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში FabLab Iliauni

15:00 - ყავის შესვენება

15:30 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამების (პრეზენტაცია)

16:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) პრეზენტაცია.

ტურში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/kac5bi

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სკოლების ადმინისტრაციას სთავაზობს ურთიერთთანამშრომლობას: დაგეგმეთ სამეცნიერო ტური თქვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ილიაუნიში და ჩვენ გიმასპინძლებთ საინტერესო შემეცნებითი და საინფორმაციო პროგრამით.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

ელფოსტა: pr@iliauni.edu.ge

ტელ.: 577 008 661

 

 
ბანერები