ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისთვის

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მარტის თვეში სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის კონკურსს ჩაატარებს.

კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება (ტესტირება, მასტერკლასი, მასტერკლასის შემდგომი ტესტირება, იმიტირებული სასამართლო პროცესი) და ისეა შედგენილი, რომ მასში მონაწილეობა სრულ წარმოდგენას შეგიქმნით მომავალ პროფესიაზე.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც 2017 წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსზე რეგისტრაცია დასრულებულია.

ჯილდო

  • კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ყველა (23) მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით და საგზურით შემეცნებით ბანაკში, რომელიც მოეწყობა ილიაუნის რეგიონულ სამეცნიერო ბაზაზე;
  • კონკურსში გამარჯვებული სამი მონაწილე მიიღებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს (ვაუჩერის გამოყენების პირობები: ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ, თუ ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე. ვაუჩერი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად).

კონკურსის აღწერა

კონკურსი შედგება 4 ეტაპისაგან:

  • ტესტირება
  • მასტერკლასი
  • მასტერკლასის შემდგომი ტესტირება
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი

პირველი ეტაპი - ტესტირება
დრო: 11 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 405 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის 32) 
ხანგრძლივობა: 90 წუთი
შენიშვნა: რეგისტრირებულმა მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
30 დახურული (4 სავარაუდო პასუხით) და ერთ ღია კითხვისგან შედგენილი ტესტი საჭიროებს ბაზისურ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში.
მეორე ეტაპზე ასპარეზობას გააგრძელებს ის 23 აბიტურიენტი, რომელიც პირველი ეტაპის ტესტში ყველაზე მეტ კითხვას უპასუხებს სწორად.
პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს ამა წლის 14 მარტისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.iliauni.edu.ge.

მეორე ეტაპი - მასტერკლასი
დრო:
18 მარტი, 12:00-17:00 საათი
შემდეგ ეტაპზე გადასულ 23 აბიტურიენტს ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები ჩაუტარებენ მასტერკლასს სისხლის სამართლის ადვოკატირების უნარ-ჩვევებში, რომელიც მონაწილეებს კონკურსის ბოლო ეტაპზე (იმიტირებული სასამართლო პროცესი) მონაწილეობისათვის მოამზადებს. 

მესამე ეტაპი - მასტერკლასისშემდგომი ტესტირება
დრო: 19 მარტი, 12:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი
შერჩეულ 23 აბიტურიენტს, მასტერკლასზე განხილული საკითხების საფუძველზე, ჩაუტარდება ტესტირება. ტესტი შედგება 20 დახურული (4 სავარაუდო პასუხით) კითხვისგან.
აღნიშნული ტურის ყველა მონაწილე აგრძელებს კონკურსში ასპარეზობას, მიუხედავად ტესტირებისას დაფიქსირებული შედეგისა. მესამე ეტაპის ტესტის მიზანია, განსაზღვროს იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე აბიტურიენტების როლი.
კერძოდ, ტესტირების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი 6 აბიტურიენტი კენჭისყრით გაიყოფა 2 გუნდად - დაცვისა და ბრალდების მხარეებად. დანარჩენი აბიტურიენტები, ასევე კენჭისყრის საფუძველზე, გადანაწილდებიან შემდეგ ჯგუფებად: 14 ნაფიცი მსაჯული და 3 მოწმე.

მეოთხე ეტაპი - იმიტირებული სასამართლო პროცესი
დრო: 25 მარტი, 12:00 საათი
იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულებს გამოავლენენ ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული მოქმედი მოსამართლეები. 

შენიშვნა: კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (ჩატარების ადგილმდებარეობა, ზუსტი განრიგი) პირადად მივაწვდით რეგისტრირებულ მონაწილეებს, შესაბამისად, გთხოვთ, დაკვირვებით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: ნატალია შევარდენიძე
ტელ.: 555 941808
ელფოსტა: nato.shevardenidze@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე
ტელ.: 577 553391
ელფოსტა: sopio.shubladze@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

ბანერები