ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ 31 მაისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსი ჩაატარა.

კონკურსის საშუალებით გამოვლინა 5 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი, რომელიც ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს. 

გარდა ამისა, ყველა კონკურსანტი, რომელმაც ტესტის თითოეულ ნაწილში დააგროვა 50%-ზე მეტი ქულა, ილიაუნისგან საჩუქრად მიიღებს საზაფხულო სკოლის საგზურს.


სწავლის დაფინანსების სხვა შესაძლებლობები

სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ აბიტურიენტზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპისსტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით.

აბიტურიენტი სტიპენდიას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.


საკონტაქტო ინფორმაცია
032 2 22 00 09 (352)
abiturienti@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები