ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისათვის

სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 31 მაისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს ჩაატარებს.

კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის 5 გამარჯვებული მიიღებს ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს. გარდა ამისა, ყველა აპლიკანტი, რომელიც საკონკურსო დავალების ორივე ნაწილში 50%-ზე მეტ ქულას დააგროვებს, საჩუქრად მიიღებს ილიაუნის საზაფხულო სკოლის საგზურს. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც 2019 წელს აბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 29 მაისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სარეგისტრაციო ფორმაhttp://bit.ly/2TyQLXr

კონკურსის განრიგი და ფორმატი

დრო: 31 მაისი, 13:00 საათი

ხანგრძლივობა: 1, 5 საათი

ფორმატი: კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმატში. ტესტი მოიცავს 30 დახურულ (4 სავარაუდო პასუხით) და ერთ ღია შეკითხვას. ტესტის მიზანია, შეაფასოს აბიტურიენტების ცოდნა სამოქალაქო განათლებაში.

ტესტის სწორი პასუხები/შეფასების სქემა და პირველადი შედეგები აბიტურიენტების საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 10 ივნისისა.

სააპელაციო განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ელფოსტის მისამართზე: info@iliauni.edu.ge.


სწავლის დაფინანსების სხვა შესაძლებლობები

სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ აბიტურიენტზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპისსტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით.

აბიტურიენტი სტიპენდიას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.


საკონტაქტო ინფორმაცია
032 2 22 00 09 (352)
abiturienti@iliauni.edu.ge

ბანერები