ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის

სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის

ღონისძიებები

2018 წლის მაის-ივნისში ილიაუნის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს სამოქალაქო განათლების უფასო მოსამზადებელ კურსს. კურსს გაუძღვება სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი.

მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების საგამოცდო მასალას და საჭიროებენ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში დახელოვნებას.

კურსის ხანგრძლივობა და განრიგი: კურსი დაიწყება 26 მაისს და დასრულდება 24 ივნისს, მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.

  • I კვირა
    • 27 მაისი – 12:00-13:00 საათი ლექცია
    • 27 მაისი – 13:00-15:00 საათი სემინარი

თემა: პიროვნება და საზოგადოება; მრავალფეროვანი გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა; კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა

  • II კვირა
    • 3 ივნისი – 12:00-13:00 საათი ლექცია
    • 3 ივნისი – 13:00-15:00 საათი სემინარი

თემა: სახელმწიფო და სამართალი; დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტრუმენტები;

  • III კვირა
    • 10 ივნისი – 12:00-13:00 საათი ლექცია
    • 10 ივნისი – 13:00-57:00 საათი სემინარი

თემა: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა; მოქალაქეობა;

  • IV კვირა
    • 17 ივნისი – 12:00-13:00 საათი ლექცია
    • 17 ივნისი – 13:00-15:00 საათი სემინარი

თემა: მდგრადი განვითარება; ეკონომიკა


 

მონაწილეობის პირობები

კურსის გასავლელად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით კურსთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი

სარეგისტრაციო ფორმა: კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცემა 100 აბიტურიენტს. უპირატესობა მიენიჭებათ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველი შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას.

ბანერები