ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის საჩუქარი აბიტურიენტებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჩუქარი აბიტურიენტებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აბიტურიენტებს 2018 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს:


სტიპენდიები საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისათვის

2018-2019 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის აწესებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერებს.

1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მიხედვით იქნები ქვეყნის მასშტაბით 100-საუკეთესო აბიტურიენტს შორის;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და აღნიშნულ მიმართულებაზე 2018 წელს ჩარიცხულ პირველკურსელებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;

სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ აბიტურიენტზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. აბიტურიენტი სტიპენდიას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის:

032 2 22 00 09 (352)

pr@iliauni.edu.ge

Facebook.com/Iliauni
 
ბანერები