ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი უნარები

ზოგადი უნარები - საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის

ახალი ამბები

რეგისტრაცია დასრულებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი 2019 წლის აპრილში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლებს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციასთან ერთად.

ვის შეუძლია საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება

ზოგადი უნარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:_____

ვინ გაუძღვება საინფორმაციო შეხვედრას

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი სოფო დოლიძე. ის 2004-2018 წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მისივე ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ზოგადი უნარების ტესტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.

სოფო დოლიძის ვიდეო-ლექციები შეგიძლიათ იხილოთ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილ გვერდზე - ილიაუნი აბიტურიენტებისათვის.


 რა ინფორმაციას მიიღებენ აბიტურიენტები შეხვედრაზე

  • ზოგადი უნარების ტესტი
    • რა არის ზოგადი უნარები და როგორ ვითარდება ისინი;
    • რას აფასებს ზოგადი უნარების გამოცდა;
    • რა მნიშვნელობა აქვს უნარებს ადამიანის აკადემიური თუ პროფესიული კარიერის განვითარებისთვის;
  • ზოგადი უნარების ტესტის სტრუქტურა
    • ლოგიკის ბლოკი
      • სიმრავლეების ლოგიკა;
      • მიმართებები ობიექტებსა და სიმრავლეებს შორის, ვარაუდების შეფასება;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები ლოგიკის ბლოკისთვის.
    • წინადადების შევსების ბლოკი
      • როგორ ვიმუშაოთ წინადადების შევსების დავალებებზე;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები წინადადებების შევსების ბლოკისთვის;
    • წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკი
      • წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკის მნიშვნელობა;
      • ტექსტების თმატური და შინაარსობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობა;
      • ტექსტთან დაკავშირებული შეკითხვების ტიპები;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკისთვის;
    • ანალოგიების ბლოკი
      • ანალოგიების დავალებათა ახალი ფორმატის განხილვა;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები ანალოგიების ბლოკისთვის;
    • მათემატიკური ნაწილის შინაარსობრივი სფეროები
      • მათემატიკური ნაწილი, როგორც რაოდენობრივი მსჯელობის უნარების შესაფასებელი და არა მათემატიკის ცოდნის შესაფასებელი ინსტრუმენტი;
    • რაოდენობრივი დავალებების ბლოკი
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები რაოდენობრივი დავალებების ბლოკისთვის;
    • მათემატიკური ამოცანების ბლოკი
      • საყოფაცხოვრებო შინაარსისა და წმინდა მათემატიკური დავალებების ნიმუშების განხილვა და რეკომენდაციები ამ ბლოკის დავალებათა შესასრულებლად;
    • მონაცემთა ანალიზის ბლოკი
      • სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის მნიშვნელობა;
      • ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლო სახეები;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები მონაცემთა ანალიზის ბლოკისთვის;
    • მონაცემთა საკმარისობის ბლოკი
      • ამ ტიპის დავალებათა შესრულების სპეციფიკა;
      • დავალებების განხილვა და ზოგადი რეკომენდაციები ამ ბლოკის ამოცანების შესასრულებლად;
  • რეკომენდაციები - როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის
    • საგამოცდო პროცედურები;
    • ტესტირების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი;
    • პასუხების ფურცელზე მუშაობა, შავი სამუშაოს ფურცლის გამოყენება, დროის განაწილება;

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეხვედრის თარიღი: 20 აპრილი, 12:00 საათი

შეხვედრის ადგილი: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

გელით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: abiturienti@iliauni.edu.ge

+995 322 22 00 09 (352)

ბანერები