ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის

ახალი ამბები

კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია.

2019 წლის მაის-ივნისში ილიაუნის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს სამოქალაქო განათლების უფასო მოსამზადებელ კურსს, რომელსაც სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი გაუძღვება.

ვის შეუძლია კურსზე დარეგისტრირება

მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამას და საჭიროებენ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდების ჩატარების ტექნიკებში დახელოვნებას.


კურსის ხანგრძლივობა და განრიგი: კურსი დაიწყება 5 მაისს და 7 ივლისს დასრულდება.

  • კვირა I - პიროვნება და საზოგადოება
    • პიროვნების არსი და მისი როლი საზოგადოებაში;
    • იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობა და პიროვნული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.

  • კვირა II - მრავალფეროვანი გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა
    • კულტურა და მრავალფეროვნება;
    • რელიგია, როგორც კულტურის ფენომენი;
    • საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება.

  • კვირა III - კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა
    • პიროვნული და საზოგადოებრივი კონფლიქტის ტიპები;
    • კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები
    • შეიარაღებული კონფლიქტი და მისი შედეგები;
    • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები;
    • საქართველოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პრინციპები.

  • კვირა IV - სახელმწიფო და სამართალი
    • სახელმწიფოს წარმოშობის საფუძვლები, მისი ნიშნები და ფუნქციები, მმართველობის ფორმები;
    • პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები;
    • კონსტიტუციური მმართველობის საფუძვლები;
    • კანონის უზენაესობის არსი;
    • თვითმმართველობის როლი დემოკრატიაში;
    • საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითადი ეტაპები;
    • საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა და მისი კავშირი საერთაშორისო სამართალთან;
    • საქართველოს კონსტიტუციონალიზმის მოკლე ისტორია და საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები.

  • კვირა V - დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები
    • დემოკრატიის მიზნები, პრინციპები და ღირებულებათა საფუძვლები;
    • თანამედროვე დემოკრატიის განვითარების ტენდენციები;
    • წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსი;
    • დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი.

  • კვირა VI - სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა
    • საზოგადოებრივი ინტერესები და სამოქალაქო საზოგადოება;
    • არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრინციპები;
    • მასმედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

  • კვირა VII - მოქალაქეობა
    • მოქალაქის უფლება-მოვალეობები;
    • მოქალაქის როლი დემოკრატიის მშენებლობაში;
    • სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და საზოგადოებრივი კონტროლი;
    • აქტიური მოქალაქის ცნება.
  • კვირა VIII - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

    • ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა არსი;
    • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები.

  • კვირა IX - მდგრადი განვითარება
    • მდგრადი განვითარების ასპექტები;
    • განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სოციალური გარანტიები;
    • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
    • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
    • კორუფციის არსი;
    • ტრეფიკინგი;
    • გლობალიზაცია.

  • კვირა X - ეკონომიკა
    • ეკონომიკური სისტემები;
    • ეკონომიკური ბაზრის და კონკურენციის ცნება;
    • მეწარმეობის საფუძვლები;
    • შრომის ბაზარი;
    • სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები;
    • სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება;
    • სახელმწიფოს ბიუჯეტის დანიშნულება;
    • ფული და მისი ფუნქციები.

დეტალური სილაბუსი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

მონაწილეობის პირობები

კურსის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: http://bit.ly/2HTw3iP

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით კურსთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მაისი.

კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცემა 150 აბიტურიენტს. უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, ვინც პირველი შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას.


საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები